სუროგაციით დაბადებული, დედის გარეშე გაზრდილი ჩემპიონი, რომელმაც მამა სამსახურიდან გაუშვა და საკუთარ კარიერას თავად აკონტროლებს:: "ვერავინ მიკარნახებს, რა შეიძლება და რა - არა" - მშობლები

სუროგაციით დაბადებული, დედის გარეშე გაზრდილი ჩემპიონი, რომელმაც მამა სამსახურიდან გაუშვა და საკუთარ კარიერას თავად აკონტროლებს:: "ვერავინ მიკარნახებს, რა შეიძლება და რა - არა"

2026-02-21 23:20:13+04:00

20 წლის ამერიკელი ფიგურული მოციგურავე ალისა ლიუ, რომელმაც 2026 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვა, სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა. სპორტსმენმა მაყურებელი თავისი არაფორმალური იმიჯითა და გამორჩეულად ენერგიული გამოსვლით მოხიბლა.

beijing-figure-skating-2-543-superjumbo-1771702277.webp

ალისა ლიუ პირველი ამერიკელი ქალი გახდა ბოლო 24 წლის განმავლობაში, რომელმაც ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიგო. მან ვარჯიში ხუთი წლიდან დაიწყო მამის — არტურ ლიუს ხელმძღვანელობით. არტური შთაგონებული იყო ჩემპიონ მიშელ კვანის წარმატებით და სწორედ ამიტომ მიიყვანა შვილი სპორტში, რომლის შესახებ თავად მაშინ თითქმის არაფერი იცოდა. მამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალისას კარიერაში — მრავალი წლის განმავლობაში ის მისი მენეჯერი იყო.

4607-1771701750.webp

1989 წელს არტურ ლიუ ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა საპროტესტო ტალღის ფონზე და მოგვიანებით წარმატებული იურისტი გახდა. მისი თქმით, ალისას კარიერაში მან ნახევარ მილიონიდან ერთ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

13 წლის ასაკში ალისა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა აშშ-ის ზრდასრულთა ჩემპიონატზე და ბავშვობიდანვე იკავებდა საპრიზო ადგილებს სხვადასხვა ტურნირზე. გასულ წელს მან გრან-პრის ფინალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. მედიის ცნობით, არტურ ლიუს ჩინეთიდან არაერთი შეთავაზება მიუღია, რათა ალისას მამამისის ისტორიული სამშობლოს სახელით ეასპარეზა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

screenshot-2026-02-21-231111-1771701940.png

ალისას სამი ტყუპი ძმა და ერთი და ჰყავს. ყველა მათგანი, მათ შორის თავად ალისაც, სუროგატი დედების მიერ დონორული კვერცხუჯრედების გამოყენებით არის გაჩენილი. ლიუ არ იცნობს თავის ბიოლოგიურ დედას და მიუხედავად იმისა, რომ მამას მცირე ხნით ჰყავდა მეუღლე, ის საკუთარ თავს მარტოხელა მამას უწოდებს.

screenshot-2026-02-21-235933-1771704001.png

საინტერესოა, რომ 2022 წელს, 16 წლის ასაკში, ალისამ სპორტული კარიერა დაასრულა, რადგან ჩვეულებრივი თინეიჯერის ცხოვრება სურდა — კოლეჯში სწავლა, მეგობრებთან დროის გატარება და ოჯახთან ყოფნა. „როცა 13 და 14 წლის ვიყავი, ყოველდღე ვვარჯიშობდი ყინულზე, ამიტომ ჩემი ბავშვობა ძალიან უჩვეულო იყო. ბავშვობაში ბოლომდე ვერ ხვდები, რა გინდა. ფიგურული სრიალი უფრო პასუხისმგებლობას ან თუნდაც ტვირთს ჰგავდა,“ — ამბობდა სპორტსმენი CNN-თან ინტერვიუში.

screenshot-2026-02-21-231058-1771701988.png

წელიწადნახევრის წინ ლიუმ ყინულზე დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა საკუთარი პირობებით: მან მამა მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლა და საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა. ის თავისი გრაფიკის მიხედვით ვარჯიშობს და თავად ირჩევს, რა სამოსით გამოვიდეს, როგორი ვარცხნილობა ჰქონდეს და რა მუსიკაზე შეასრულოს პროგრამა. გარდა ამისა, ალისა მთლიან დროს ფიგურულ სრიალს არ უთმობს — ის კალიფორნიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. მის გატაცებებს შორისაა კარაოკე-ბარები, ვიდეოთამაშები, მოდა, ხელოვნება, მუსიკა და პირსინგი.

screenshot-2026-02-21-231044-1771702061.png

„თუ ვიგრძნობ, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ტემპს შევამცირებ. თუ ვიგრძნობ, რომ არასაკმარისად ვვარჯიშობ, ინტენსივობას გავზრდი. არავინ მაიძულებს შიმშილობას და არავინ მიკარნახებს, რა შეიძლება ვჭამო და რა არა,“ — განაცხადა ალისამ. გოგონას მამა იმედგაცრუებული იყო, რომ იგი მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლეს, თუმცა შვილის გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მის გამოსვლებს მაყურებელთა ტრიბუნებიდან აკვირდება.

zii4yjm3j5pmrnoiky11-1771702259.avif

ოლიმპიური გამარჯვების შემდეგ ალისა სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა. მას ინსტაგრამზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი არიან მისი გამორჩეული სტილითა და იმით, თუ რამდენად განსხვავდება ის სხვა მოციგურავეებისგან — არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ მძიმე სპორტისადმი თავისი მიდგომითაც.

screenshot-2026-02-21-231014-1771702133.png

სპორტული კრიტიკოსები ლიუს მაღალ ტექნიკასაც უსვამენ ხაზს. 2018 წელს Asian Open Trophy-ის ტურნირზე ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე გახდა, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრზე სამმაგი აქსელი შეასრულა, და ასევე მეოთხე ამერიკელი ფიგურული მოციგურავე ქალი, რომელმაც ეს ნახტომი დაძლია. 2019 წელს კი ლიუ გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ოთხმაგი ლუცი შეასრულა.

screenshot-2026-02-21-231000-1771702226.png

შეგახსენებთ, რომ ალისა ლიუმ ოლიმპიადაზე ქალთა სრიალში პირველი ადგილი დაიკავა და 226,79 ქულა დააგროვა.