გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში გუშინ, 21 თებერვალს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. "ჰონდას" მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც Ambebi.ge-სთვის ხდება ცნობილი, ავარიის დროს მანქანიდან გადმოვარდა ორი მოზარდი და ბავშვებმა სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს, სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვეღარ შეძლო სამმა მოზარდმა და ისინი დაიღუპნენ.
დაღუპულია ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან, საბა წნორიაშვილი, მერაბ შინჯიკაშვილი და მათი ბიძაშვილი გვანცა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში საღამოს, 10:00 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები, მაგრამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოზარდების გადმოყვანა ვეღარ შეძლეს.
“ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, მერაბ შინჯიკაშვილი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით.