ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა დამის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.
“კლინიკა მედინას თანამშრომელი იყო, ქმარი გარდაცვლილი ჰყოლია, ორი ბიჭი ჰყავს, თანამშრომლებთან არ ამბობდა ფეხმძიმობის შესახებ. დღეს დილით საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა, ქალი საოპერაციოში შეიყვანეს, ბავშვი გადარჩა და რეანიმაციაში. ქალი კი პალატაშია გადაყვანილი”, - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.
კლინიკა "მედინას" კლინიკური დირექტორი, ექიმი, ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.
„საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია....ჰქონია მცდელობა [მკვლელობის], ნუ, მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლის ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას“, - განაცხადა ექიმმა "ტვ. პირველთან".