ცეკვა, რომელიც ოთო ფოლადაშვილმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა - "უსასრულობამდე მიყვარხარ, დეე. მჯერა, რომ ისევ შევხვდებით..." - მშობლები

ცეკვა, რომელიც ოთო ფოლადაშვილმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა - "უსასრულობამდე მიყვარხარ, დეე. მჯერა, რომ ისევ შევხვდებით..."

2026-02-24 10:27:57+04:00
ტელეკომპანია იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონი დასრულდა. ფინალში ამ შოუს ვარსკვლავები, ცნობილი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი გამოვიდნენ ცეკვით, რომელიც რომელიც ოთო ფოლადაშვილმა დედას მიუძღვნა. ცეკვა, რასაკვირველია, საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ერთი წლის წინ ოთო ფოლადაშვილის დედა, ნინელი კლდიაშვილი გარდაიცვალა. შარშან, პირველ დედის დღეს დედის გარეშე, მოცეკვავემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"პირველი დედის დღე უშენოდ… წესით, საჩუქრებს უნდა გჩუქნიდე და შენს ბედნიერ სახეს ვუყურებდე, ლამაზს და მომღიმარს! ხშირად მითქვამს და ახლაც გეტყვი, უსასრულობამდე მიყვარხარ, დეე. მჯერა, რომ ისევ შევხვდებით..."

nineli-oto-1771915461.jpg

488873554-9397504356985591-6065248533674367263-n-1771915572.jpg
ოთო დედასთან და დასთან ერთად

ჩემს დას ირინა ერქვა, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა; თხუთმეტი წლის ასაკში მიყვარდა პირველად, სამი წელი ვიყავით ერთად - ეროვნებით ასურელი, ულამაზესი მოცეკვავის, ჯულიანა ბარ-გნარის ოჯახი, ჭორები ოთო ფოლადაშვილთან რომანზე და აქამდე უცნობი ამბები
ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ... კონფლიქტი რომ მოგვსვლოდა, დღეს ერთად არ ვიქნებოდით - ოთოს და ჯულიანას გულახდილი ინტერვიუ