მკერდისა და დუნდულების გასადიდებლად გარდაცვლილი ადამიანის ცხიმს იყენებენ - ახალი ტრენდი სილამაზის ინდუსტრიაში - მშობლები

მკერდისა და დუნდულების გასადიდებლად გარდაცვლილი ადამიანის ცხიმს იყენებენ - ახალი ტრენდი სილამაზის ინდუსტრიაში

2026-02-24 12:19:23+04:00

ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში სილამაზის ინდუსტრიაში ახალი აჟიოტაჟი მძვინვარებს. მკერდის ან დუნდულების გასადიდებლად გარდაცვლილი ადამიანების ცხიმისგან დამზადებულ სქელ ნივთიერებას იყენებენ. კლიენტები აღფრთოვანებულები არიან და უცნაურ პროცედურაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან. როგორც ცნობილია, ერთი 40-წუთიანი პროცედურა შეიძლება, 100 000 დოლარამდე ღირდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს კლინიკური კვლევები გავლილი არ აქვს და არც მისი უსაფრთხოებაა დადასტურებული, უცნაური გზით სხეულის ფორმების შეცვლას სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს:

მკერდისა და დუნდულების გასადიდებლად კანქვეშ მკვდარი ორგანიზმის ცხიმი შეჰყავთ

38 წლის კატრინა დაფნე ნიუ-იორკში ცხოვრობს და პილატესის ინსტრუქტორად მუშაობს. მან ცოტა ხნის წინ, მკერდის გადიდების მიზნით, პლასტიკურ ქირურგს მიმართა. სპეციალისტმა ურჩია, სილიკონის იმპლანტების გამოყენებაზე უფრო მეტად დაფიქრებულიყო. როგორც ქალი ამბობს, ექიმმა უთხრა, რომ შესანიშნავი შედეგის მისაღწევად ახალი მეთოდი გაჩნდა: ინიექციურ საშუალებას AlloClae ჰქვია. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ინიექციური საშუალება საკმაოდ უცნაური გზით მზადდება...

კერძოდ, როგორც ცნობილია, AlloClae გარდაცვლილი ადამიანების ცხიმისგან კეთდება და შემდეგ ცოცხალ ადამიანებში კანქვეშ შეჰყავთ. ამერიკული კომპანია Tiger Aesthetics გარდაცვლილი ადამიანების ცხიმოვან ქსოვილს ყიდულობს, სპეციალური ქსოვილებიდან ასტერილებს, ასუფთავებს დნმ-ისგან და ინიექციისთვის სქელ მასად გარდაქმნის.

"ეს ძირითადად გადამუშავებაა", - ამბობს სტეისი, 34 წლის ნიუ-იორკელი ფინანსისტი. ქალმა New York Post-ს ინტერვიუ მისცა. მან აღიარა, რომ AlloClae-ს გამოყენებაზე დაახლოებით 45 000 დოლარი დახარჯა.

"თავიდან ეს შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს. თუმცა, თუ ამას სამეცნიერო პერსპექტივიდან შევხედავთ, გარდაცვლილი დონორის ქსოვილი მედიცინაში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება”, - ამბობს სტეისი.

საიდან იღებენ კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები ადამიანის ცხიმს, თავისთავად რთული საკითხია. მისი ძირითადი წყარო ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავიანთი სხეული მეცნიერებას შესწირეს და ამაზე თანხმობა სიცოცხლეშივე განაცხადეს. ცნობილია ისიც, რომ ნიუ-იორკის შტატში, სხეულის შეწირვის მსურველებმა სამედიცინო სკოლების ასოციაციის მეშვეობით ცალკე რეგისტრაციის პროცესი უნდა გაიარონ. უფრო მეტიც, ყველას არ იღებენ: ისინი 18 წელზე მეტი ასაკის უნდა იყვნენ და ინფექციური დაავადებები არ უნდა ჰქონდეთ.

AlloClae-ს ზოგიერთი გულშემატკივარი ამჯობინებს, უბრალოდ უგულებელყოს, თუ როგორ მზადდება ეს ნივთიერება. ზოგი კი თავს არწმუნებს, რომ მის წარმოებაში განსაკუთრებული არაფერია.

operacia-2-1771923423.jpg

61 წლის ქალმა, რომელიც ადვოკატია, AlloClae-ს მეშვეობით სხეულის ფორმები შეიცვალა. მან ინტერვიუ "The Cut"-ს მისცა. იგი ამბობს, რომ სისხლის გადასხმისას ან სტომატოლოგიაში, შეიძლება, გარდაცვლილი ადამიანების მასალა გამოიყენონ და ამაში არაბუნებრივი არაფერია.

პაციენტების აზრით, მთავარი ის არის, რომ AlloClae ეფექტურია.

"შედეგები ნებისმიერ საშიშროებას აჭარბებს", - განმარტავს დაფნე. თუმცა, ექიმებიც კი ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ჯერჯერობით, დადასტურებით იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება აღნიშნული საშუალების გამოყენებას რამდენიმე წელიწადში, არავის შეუძლია.

61 წლის პაციენტი იხსენებს, რომ მისმა პლასტიკურმა ქირურგმა, რომელიც ადრე ბოტოქსის ინიექციებს უკეთებდა, თავდაპირველად დუნდულების კუნთების მექანიკური სტიმულაცია შესთავაზა, რასაც კოლაგენის სტიმულატორის ინიექციები მოჰყვა. შედეგები შესამჩნევი იყო, მაგრამ შთამბეჭდავ ეფექტს არ იძლეოდა. შემდეგ ექიმმა ახალი ტექნოლოგიის გამოცდა შესთავაზა...

AlloClae-ს მოქმედების მექანიზმი როგორც იმპლანტებისგან, ასევე სინთეტიკური ფილერებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გაწმენდილი დონორის ცხიმოვანი უჯრედები, კოლაგენთან, ელასტინთან და სხვა ცილებთან ერთად, ქმნის ერთგვარ ხარაჩოს, რომელზეც პაციენტის ცხიმოვანი უჯრედები და სისხლძარღვები დროთა განმავლობაში ზრდას იწყებენ.

"როგორც კი სხეული ტრანსპლანტატს მიიღებს, ცხიმი თქვენი ხდება", - განმარტავს პლასტიკური ქირურგი, ტროი პიტმანი.

61 წლის პაციენტმა ინიექცია ტკივილის შკალით ათიდან ხუთი ქულით შეაფასა - ქალმა პროცედურა ძლიერი ჩხვლეტის შეგრძნებად აღწერა. თუმცა, ინიექციის ადგილას დისკომფორტი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ეს მკერდის ან დუნდულების გადიდების ტრადიციულ ტექნიკასთან შედარებით, უმნიშვნელოა.

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და რამდენიმე წუთიდან ორ საათამდე გრძელდება.

"პროცედურის შემდეგ პაციენტს სახლში მანქანით წასვლა შეუძლია", - ამბობს პლასტიკური ქირურგი, კამაკში ზაიდლერი.

პრობლემა ის არის, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ შედარებით ახალია. არავინ იცის, რა მოხდება რამდენიმე წელიწადში. ვინაიდან AlloClae წამლად არ ითვლება, მისი გამოყენებისთვის კლინიკური კვლევები საჭირო არ არის. ამ ტექნოლოგიის ეფექტების შესახებ გრძელვადიანი მონაცემები უბრალოდ არ არსებობს.

operacia-3-1771923560.jpg

57 წლის გრეტჰენ სილი გლობალური ტელეკომუნიკაციების კომპანიის ფინანსური დირექტორია. მან AlloClae-ს გამოყენება მას შემდეგ სცადა, რაც შეიტყო, რომ ტრადიციული იმპლანტის კორექციის ოპერაციის შემდეგ, სისხლის შედედების რისკის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრენას ვერ შეძლებდა.

"ჩემი გრაფიკი მუდმივად იცვლება. სილიკონის ველში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიმივფრინავ ", -განუმარტამან Business Insider-ს. AlloClae-ს ინექციას 40 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. ქალი სამსახურში იმავე დღეს დაბრუნდა...

როგორც Business Insider იტყობინება, კიდევ ერთ პაციენტს AirPods-ით საუბრისას მკერდის ოპერაცია ჩაუტარდა და ორი საათის შემდეგ ოფისში წავიდა. პლასტიკური ქირურგი დუგლას შტაინბრეხი, რომელიც მამაკაც კლიენტებთან მუშაობს, ასეთ შემთხვევებს "აღმასრულებელი დონის ქირურგიას" უწოდებს. ის განმარტავს, რომ მამაკაცები AlloClae-ს ინექციებს მხრებსა და მკერდის არეში იმატებენ და უმეტესობა იმავე დღეს ოფისში ბრუნდება.

ექიმი ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს არ აქვთ იმის დრო, რომ დიდხნიანი ოპერაცია გაიკეთონ და შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარონ. აღნიშნული პროცედურით კი ისინი კარგი შედეგით, იმავე დღეს სამსახურში ბრუნდებიან.

საინტერესოა ისიც, რომ წონის დაკლების პოპულარულმა პრეპარატებმა, პროცედურაზე დამატებითი მოთხოვნა შექმნა. პაციენტები იმაზე მეტ წონას იკლებენ, ვიდრე სურთ. ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვით კი "დანაკლისს" ივსებენ.

Business Insider-ის ცნობით, მკურნალობის ღირებულება ათიდან ასი ათას დოლარამდე მერყეობს, მაგრამ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. The Cut-ში მოხსენიებული პაციენტი იუწყება, რომ მინიმალური დოზა შეიძლება ორიდან ოთხი ათას დოლარამდე დაჯდეს...

პაციენტები შედეგით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა ექიმების ნაწილი შეშფოთებას გამოხატავს

"Tiger Aesthetics" AlloClae-ს მკერდის ინექციების კლინიკური კვლევების დაწყებასა და წარმოების გაფართოებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. თუმცა, ზოგიერთი ექიმი მის გამოყენებას სკეპტიკურად უყურებს. "ის, რაც ამჟამად პოპულარულია, შეიძლება, ერთ წელიწადში სრული კრახი აღმოჩნდეს", - ამბობს პლასტიკური ქირურგი, ტროი პიტმანი.

პლასტიკური ქირურგი, ადამ კოლკერი, კი კიბოს რისკზე საუბრობს, რადგან მკერდი ჰორმონალურად აქტიური ჯირკვლოვანი ქსოვილებისაგან შედგება და მასში ცხიმოვანი მასის შეშვება რა ტიპის გადაგვარებას ან პრობლემას გამოიწვევს, უცნობია.

„ახალგაზრდებს აღარ ესმით, რა არის ნამდვილი სილამაზე... პლასტიკური ოპერაციების ეპიდემია და გასახდომი წამლები დამღუპველია“ - ქეით უინსლეტი სილამაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ
ცნობილი პლასტიკური ქირურგი, რომელმაც პაციენტი დააბრმავა, სასჯელის მოსახდელად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე გაუშვეს
ქალი-კატა გარდაიცვალა - როგორ იქცა ერთ დროს ლამაზი და უმდიდრესი ქალი პლასტიკური ოპერაციების ნამდვილ მსხვერპლად