მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ფსიქოლოგი, სამი შვილის დედა ია დუდაშვილი, პოდკასტში "ჩვენთან ოჯახში" ლაქტაციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს დედის ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია:
- ლაქტაცია მხოლოდ კვება არ არის. თუ შენ ამისგან სტრესს იღებ, შეუძლებელია, ბავშვმა სარგებელი მიიღოს. მე რომ ვცდილობ, ჩემი თავი შენზე უფრო კარგად წარმოვაჩინო და თუნდაც ზემოდან გადმოგხედო - რატომ მიჩნდება ეს სურვილი? როცა ჩვენი შინაგანი ხმა შეიძლება, იყოს ან კრიტიკოსი ან უფრო მკაცრი ან უკეთეს შემთხვევაში, მხარდამჭერი... ნებისმიერი დედა შვილს აძლევს იმას, რისი რესურსიც აქვს.
ამავე პოდკასტში ია დუდაშვილი საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს და ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში "თვალის" არსებობის სჯეროდა.
- მართლა დავიჯერე, რომ "თვალი" არსებობს იმიტომ, რომ გარეთ გაყვანა რომ მიწევდა, იმ დღეს ისტერიული ტირილი ჰქონდა. ეს ჩემთვისაც ძალიან სტრესული იყო იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდა. ზოგჯერ, მასთან ერთად, მეც ვტიროდი, რომ ვერ ვიგებდი, რა უნდოდა. მაგრამ, ახლა ამ გადმოსახედიდან ვიაზრებ, რომ ეს ჩემი ემოციების ანარეკლი, ჩემი გამოუცდელობის, რაღაცა კონფლიქტების, ჩემი ემოციური მდგომარეობის ანარეკლი იყო. რაღაც პერიოდში, "თვალის" არსებობის მჯეროდა, მაგრამ მერე, თითქოს, ყველაფერი თავისი დინებით წავიდა და ვცდილობდი, რომ ბალანსი დამეცვა.
სრულად გადაცემა 3 მარტს გამოქვეყნდება.