ფაქტობრივად, რაც სცენაზე დგას, ქეთა თოფურიას, მისი მრავალფეროვანი გარდერობის, ავანგარდული და გამორჩეული სტილის მიუხედავად, ვარცხნილობა არ შეუცვლია და წლები გრძელ თმას არ ელეოდა. ვარცხნილობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები მისთვის აქამდე არ იყო ჩვეული. ამიტომ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი მისმა ახალმა ვიდეომ, სადაც ჩანს, როგორ იჭრის თმას და გარდაისახება.
ქეთა თოფურიას, რომელიც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავია, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და გემოვნებიან მომღერლად მიიჩნევენ. როგორც ცნობილია, მან ბოლო წლებში საკუთარ სამოსის ხაზზეც დაიწყო მუშაობა და თავისი დიზაინის სამოსიც აცვია.









ერთადერთი, რაც აქამდე არ იცვლებოდა, გრძელი, გაშლილი ან ზემოთ აწეული და შეკრული თმა იყო. ერთადერთხელ. წლების წინ ჰქონდა საშუალო სიგრძის თმა.

თუმცა ახლა ეს რადიკალური ცვლილებაც გადაწყვიტა.