გოჩა ჩერტკოევი და მისი მეუღლე შორენა გაჩეჩილაძე მრავალი წელია, ცოლ-ქმარი და საქმიანი პარტნიორები არიან. მათი ერთადერთი ვაჟი ვაჟი ლევანი ორიოდე წლის წინ დაქორწინდა და ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა - პარის ანა.
.jpg)
.jpg)
ამჯერად ჩერტკოევი-გაჩეჩილაძის წყვილმა ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა "იმედის დილის" ეთერში. როგორც წყვილმა აღნიშნა, ოჯახში დილის მთავარი პოზიტივი მათ ძაღლს შემოაქვს. ცოლ- ქმარს კი საკუთარი დღის რეჟიმი აქვს.
"ჩვენ ერთდროეულად არ ვიძინებთ და ერთად არ ვიღვიძებთ", - აღნიშნავს გოჩა ჩერტკოევი და როგორც აღმოჩნდა, მეუღლისთვის ყავა ლოგინში არ მიაქვს.
"ეს მხოლოდ ფილმებში ხდება" - ამბობს გოჩა, თუმცა შორენა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ მეუღლე მის სურვილებს ყოველთვის ითვალისწინებს.
საუბარი სამზარეულოსაც შეეხო. არც შორენა და არც გოჩა ერთმანეთს კარგ მზარეულებად არ მიიჩნევენ.
შორენა: "თუ მოვინდომე, ყველაფერს გავაკეთებ".
გოჩა: "გავაკეთებ" ძალიან ხმამაღალი სიტყვაა. როგორ გამოვა... ვერ გამოსდის, სამწუხაროდ, კარგად... ჩემი გულახდილობა მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კი არ გამოიხატება, ყოველთვის ასეა".

ხოლო კითხვაზე, როგორი მზარეულოა გოჩა, თავად ჩერტკოევი პასუხობს: "უარესი. შორენა მჯობია".
საუბარი შეეხო შოპინგის თემასაც.
"ჩვენ სამსახური იმდენადაა დაკავშირებული ვიზუალთან, რთულია, უცებ რამე გადაიცვა და კარგი გამოვიდეს. ყველაფერი წინასწარ უნდა მქონდეს ნაყიდი და მზად. მალითად, აქ რომ ჩამოვდივართ, მომაქვს, დაახლოებით, 400 კილო ტანსაცმელი," - ამბობს გოჩა ჩერტკოევი.
"ერთი კარგი ჩვევა, რაც გოჩას აქვს - საჩუქრები ყოველდღე, მხოლოდ ვალენტინობას არა. არ ელოდება დაბადების დღეს და ახალ წელს. ჩვეულებრივ დღეს შეუძლია უცებ 150 ვარდით შემოვიდეს ოთახში, ნებისმერ დღეს, არამხოლოდ დღესასწაულებზე. სულ მჩუქნის ხოლმე ყვავილებს, შოკოლადს, სამკაულს, ტანსაცმელს“, - ამბობს შორენა გაჩეჩილაძე.
როგორც ცნობილია, გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე სამეჯლისო ცეკვების სიყვარულმა დააკავშირა ერთმანეთს. შორენა ცნობილი მოცეკვავეების ოჯახიდანაა, რატი და გიგი გაჩეჩილაძეები მისი ძმები არიან.
წყვილი დიდხანს ცეკვავდა ერთად, არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული, ერთადვე გადაწყვიტეს ამერიკაში დარჩენა საცხოვრებლად და მრავალი წელია, იქ დაფუძნდნენ. იქვე გახსნეს სტუდია, სადაც სხვებს ასწავლიან ცეკვას.