რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბოთლით კვებისას - 5 რჩევა - მშობლები

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბოთლით კვებისას - 5 რჩევა

2026-02-25 10:53:02+04:00

ძუძუთი თუ ხელოვნური ნარევით კვების დროს მნიშვნელოვანია, ბავშვი მიეჩვიოს ბოთლით კვებასაც, რადგან შესაძლოა, პერიოდულად მისთვის საკვების ამ ფორმით მიწოდება ან გარკვეულ ეტაპზე შერეულ კვებაზე გადასვლა მოგვიწიოს.

ბოთლით კვებისას პრიორიტეტულია ბავშვის უსაფრთხოება და კომფორტი, სწორედ ამიტომ, თავდაპირველად მას სწორად უნდა შევთავაზოთ ბოთლი, ჩვენი ინტერესების შესაბამისად:

  • ხელოვნური კვების შემთხვევაში ბავშვი დაბადებიდანვე უნდა მივაჩვიოთ ბოთლს;
  • თუ ბუნებრივ კვებაზე გვყავს, პედიატრების რეკომენდაციით უმჯობესია, ბოთლი დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ შევთავაზოთ.

636338955-1196091092594989-4735752855745623709-n-1772002433.png

როგორ უნდა შევარჩიოთ საწოვარა და ბოთლი და როგორ უნდა შევთავაზოთ ის ბავშვს? - გთავაზობთ 5 რჩევას:

  1. არჩევანი გავაკეთოთ ანტიკოლიკურ ბოთლზე

ახალშობილებში მოუსვენრობის, ტირილისა და უძილობის მიზეზი ძირითადად, ნაწლავური კოლიკაა. როგორც წესი, ის პიკს პირველი ოთხი თვის განმავლობაში აღწევს. მიზეზი კი ისაა, რომ ახალშობილის საჭმელი მომნელებელი სისტემა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, აქვს ფერმენტ ლაქტოზის დეფიციტი, რის გამოც ვერ შლის დედის რძის ძირითად კომპონენტს - რძის შაქარს ანუ ლაქტოზას. გადაუმუშავებელი ლაქტოზა ხვდება ნაწლავებში, იწყებს დუღილს, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აირები, რაც საბოლოოდ იწვეს დიარეასა და კოლიკას.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს კოლიკა აწუხებს? - ახალშობილი ამ დროს ხშირად ტირის, უწითლდება სახე, სძინავს მოუსვენრად ან არ იძინებს, ფეხები მიაქვს მუცელთან, აქვს დიარეა ან შეკრულობა.

ამ დროს დიდი შეღავათია ანტიკოლიკური ბოთლის გამოყენება, რომელიც კვებისას ჰაერის ვენტილაციას უზრუნველყოფს. გირჩევთ, არჩევანი შეაჩეროთ თანამედროვე საშუალებებზე, რომელსაც შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს დატანილი, რომ AVS სისტემა (ანტიკოლიკური) აქვს. მაგალითად, ამერიკული ბრენდი ლანსინო (Lansinoh) 100%-ით სილიკონის სპეციალურ პერისტალტიკურ საწოვარებს აწარმოებს.

635093733-4288056978079605-5427524706912320366-n-1772002458.jpg

ბოთლი ერთი მხრივ, კვებისას უზრუნველყოფს ჰაერის ვენტილაციას და მეორე მხრივ, არ აბნევს ბავშვს, თუ ის ბუნებრივადაც იკვებება, რადგან მაქსიმალურად არის მიმსგავსებული დედის ძუძუს ფორმასთან. აღსანიშნავია, რომ „ლანსინოს“ საწოვარები განკუთვნილია ძუძუდან ბოთლზე გადასვლისთვის და პირიქით; ასევე, იდეალურია, თუ ბავშვი შერეულ კვებაზე გვყავს.

კვებისას უნდა დავაკვირდეთ ბოთლში რძის მოძრაობას - თუ ჰაერის ბუშტუკები წარმოიქმნება, ესე იგი, ბავშვს ნაკადი სწორად მიეწოდება.

„ლანსინოს“ შუშისა და პლასტმასას ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება; შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის - არ შეიცავს რკინას ან სხვა მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა ბისფენოლი A (BPA) და ბისფენოლი S (BPS). მარტივად რომ ვთქვათ, „ლანსინოს“ ბოთლები სამ მთავარ პრინციპს აერთიანებს: კომფორტს, ჰიგიენასა და უსაფრთხოებას.

  1. შევარჩიოთ საწოვარა, რომელიც ბავშვს ნელი ნაკადით აწვდის საკვებს

საწოვარას ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვილის ძილის რეჟიმზე, მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ლანსინოს საწოვარა - ნელი ნაკადი ამცირებს ჩვილების დაბნეულობას ძუძუსთან შეხების დროს და უზრუნველყოფს პირის ღრუს კარგ განვითარებას. სილიკონის მასალის მეშვეობით ბავშვი უკეთ აკონტროლებს რძის ნაკადს, კვება ხდება კომფორტული, მცირდება აირების მოხვედრა ორგანიზმში, რაც აუცილებელია მუცლის შებერილობის პრევენციისთვის.

590287920-1260438788993823-1058654556051781222-n-1772002481.jpg

კლინიკურად დადასტურებულია, რომ „ლანსინოს“ საწოვარა ხელს უწყობს ბავშვის ენის „ტალღისებრ“ მოძრაობას, რაც ინსტინქტურად წოვას განაპირობებს.

  1. ბოთლით კვებისას ჩვილი უნდა დავიჭიროთ ისე, როგორც ძუძუთი კვების დროს

ეს ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია რძის ნაკადის უკეთ კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ, ემოციური კონტაქტის დასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ კვებისას ბავშვს თავი აუცილებლად მუცელზე ზევით უნდა ჰქონდეს აწეული და არ უნდა გამოვკვებოთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.

  1. გადავამოწმოთ, რომ ბავშვს საწოვარა სწორად ედოს პირში

კვების დაწყებამდე რეკომენდებულია გადამოწმდეს, სწორად უდევს თუ არა ბავშვს საწოვარა პირში - წაგრძელებული ნაწილი პირის ღრუში უნდა მოექცეს, ტუჩებით კი სქელ ნაწილს უნდა სწვდებოდეს. საწოვარა რძით უნდა იყოს სავსე.

  1. გავაკონტროლოთ, რომ ბავშვმა კვების შემდეგ ჩაყლაპული ზედმეტი ჰაერი უკან ამოისროლოს

ყოველი კვების შემდეგ ჩვილი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად და ზედმეტი ჰაერის ამოსროლას დაველოდოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, შეამციროთ აირების დაგროვებისა და კოლიკის რისკი.

R