გასტრონომიული მოგზაურობა სახლში - 3 დახვეწილი ხემსი ნედლად შებოლილი პროდუქტებით, რომლებიც სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ - მშობლები

გასტრონომიული მოგზაურობა სახლში - 3 დახვეწილი ხემსი ნედლად შებოლილი პროდუქტებით, რომლებიც სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ

2026-02-25 11:00:31+04:00

წარმოიდგინეთ, სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდით, ძალიან გშიათ და რთული კერძების მოსამზადებლად არც ენერგია გაქვთ და არც დრო. ან იქნებ სტუმრები მოულოდნელად მოგადგნენ კარზე და გსურთ, რამდენიმე წუთში რესტორნის დონის სუფრა გაშალოთ? სწორედ ასეთ დროს „შეფმაისტერის“ დელიკატესები თქვენი საუკეთესო მოკავშირეა.

„შეფმაისტერი“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც სხვადასხვა სახეობის, უმაღლესი ხარისხის ნედლად შებოლილ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს.

აი, როგორ შეგიძლიათ მინიმალურ დროში შექმნათ ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული - წარმოგიდგენთ სამ ორიგინალურ რეცეპტს, რომლებიც „შეფმაისტერის“ დელიკატესებით მზადდება და მეგობრული თავშეყრისთვის იდეალური გამოსავალია.

1. პიცის რულეტები ლავაშით და „ფუეტეთი“

ეს რეცეპტი მათთვისაა, ვისაც უყვარს პიცის გემო, მაგრამ ეძებს მომზადების უფრო მარტივ და კრეატიულ გზას. თუ ძალიან გშიათ, ლავაშის პიცის რულეტები „ფუეტეთი“ საუკეთესო გამოსავალია. სოუსი, ყველი და „შეფმაისტერის“ არომატული ფუეტე - ღუმელში რამდენიმეწუთიანი გამოცხობის შემდეგ სუფრაზე უკვე გაქვთ ცხელი, რესტორნის ხარისხის კერძი.

ინგრედიენტები:

  • თხელი ლავაში
  • „შეფმაისტერის“ ფუეტე (თხლად დაჭრილი)
  • ტომატის სოუსი
  • გახეხილი ყველი (სულგუნი ან მოცარელა)
  • ხმელი მწვანილი (ორეგანო/ბაზილიკი)

მომზადება: ლავაშს წაუსვით ტომატის სოუსი, მოაყარეთ ყველი და დააწყვეთ „შეფმაისტერის“ ფუეტეს რგოლები. დაახვიეთ მჭიდრო რულეტად, დაჭერით თანაბარ ნაჭრებად და ჩაალაგეთ ფორმაში ვერტიკალურად. მოაყარეთ დამატებითი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში ოქროსფრად დაბრაწვამდე.

2. ბრუსკეტების ასორტი „სალიამინო აგრიჯენტოთი“

ფერადი, ელეგანტური და არომატული - ეს ბრუსკეტები ნამდვილი ფურშეტის ვარსკვლავია. „შეფმაისტერის“ სალიამინო აგრიჯენტოს ბრუსკეტები იდეალურია სწრაფი და დახვეწილი ხემსისთვის. სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ ფერადი ასორტი კრემ-ყველითა და ავოკადოთი, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს.

ინგრედიენტები:

  • მობრაწული ბაგეტის ნაჭრები
  • „შეფმაისტერის“ სალიამინო აგრიჯენტო
  • კრემ-ყველი
  • ავოკადო და ჩერი პომიდორი
  • ზეთისხილი
  • ბალზამიკოს სოუსი და მიკრომწვანილი

მომზადება: ბაგეტის ნაჭრებს წაუსვით კრემ-ყველი. ზემოდან დაალაგეთ „შეფმაისტერის“ სალიამინო აგრიჯენტოს რგოლები, ავოკადოსა და პომიდვრის ნაჭრები, ზეთისხილი. მეტი პიკანტურობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ჰალაპენიო. დასასრულს მოასხით ბალზამიკოს სოუსი.

3. ფურშეტის ხემსი „სალიამი დი ნაპოლით“

მსუბუქი და გემრიელი რულეტები, რომლებიც იდეალურია ერთი ლუკმით დასაგემოვნებლად. სამსახურიდან დაბრუნებულს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შეგიძლიათ მოამზადოთ რულეტები „სალიამი დი ნაპოლით“. ეს არის მსუბუქი, გემრიელი და ვიზუალურად შთამბეჭდავი ხემსი, რომელიც მეგობრული შეხვედრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

ინგრედიენტები:

  • თხელი ლავაში
  • „შეფმაისტერის“ სალიამი დი ნაპოლი
  • კრემ-ყველი და ყველის ფირფიტები
  • შემწვარი ბულგარული წიწაკა და რუკოლა
  • ზეთისხილი (გაფორმებისთვის)

მომზადება: ლავაშს წაუსვით კრემ-ყველი, დააფინეთ ყველის ფირფიტები, „შეფმაისტერის“ სალიამი დი ნაპოლის რგოლები, წიწაკა და რუკოლა. დაახვიეთ მჭიდროდ, დააყოვნეთ მაცივარში და დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი დაამაგრეთ ხის ჩხირითა და ზეთისხილით.

NS