თუ გინდა პირადად შეხვდე Forbes-ის რეიტინგში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ კერძო უნივერსიტეტს, ეს ინფორმაცია შენთვისაა:
იცოდი, რომ ქართველი სტუდენტების ნაწილი ბაკალავრიატიდანვე აბარებს ამერიკულ უნივერსიტეტებში? ამერიკაში სასწავლო პროგრამები საშუალებას გაძლევს, სხვადასხვა სფეროში მიიღო ცოდნა და მხოლოდ შემდეგ აირჩიო სასურველი სპეციალიზაცია. პრაქტიკული გამოცდილება და სტაჟირებები აქ ძალიან მაღალი დონისაა. კამპუსში სტუდენტური ცხოვრება კი ძალიან მრავალფეროვანია და ყველანაირი ინტერესის სფეროს მოიცავს.
ეს ის დადებითი მხარეებია, რაც იზიდავს ქართველ სტუდენტებს და ამერიკაში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება.
უნივერსიტეტის ხარჯები და დაფინანსებები
ამერიკაში სწავლის საფასური შედარებით მაღალია, ძირითადად 25 000 აშშ დოლარიდან იწყება ერთი წლის საფასური, რაც ხშირად საცხოვრებელ კამპუსსაც მოიცავს. აპლიკანტის მიღებისა და დაფინანსებისას ბევრი უნივერსიტეტი იყენებს ჰოლისტიკურ შეფასებას - ანუ აფასებენ მთელი პროფილის მიხედვით და არა მხოლოდ ერთი კრიტერიუმით. და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია დაფინანსებების მიღება.
არსებობს ორი სახის დაფინანსება: დამსახურებაზე დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.
დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას,
საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება ბანკის და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.
მაგისტარტურის სტუდენტებისთვის არსებობს სრული დაფინანსების სასტიპენდიო პროგრამა Fulbright, რომელიც ცხოვრებას და სწავლას სრულად აფინანსებს და სწორედ ახლა გაზაფხულის ბოლოს გამოცხადდება ამ პროგრამაზე მიღება.
სად მიიღო მეტი ინფორმაცია?
განათლების ცეტრი LEAF -ის ორგანიზებით ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოდიან. თუ ამერიკაში სწავლაზე ფიქრობ, შანსი გაქვს შეხვდე Shorelight-ის (ამერიკული უნივერსიტეტების გაერთიანება), Adelphi University, რომელიც Forbes-ის რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კერძო უნივერსიტეტია და Louisiana State University-ის წარმომადგენლებს და მიიღო საჭირო ინფორმაცია სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით:
4 მარტს, 19:00 საათზე, ტერმინალი, აბაშიძის ქ. 34/36-ში
ამ შეხვედრაზე დასწრება ყველას შეუძლია სრულიად უფასოდ, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია: https://leaf.ge/lsu-adelphi-study-in-usa/
რა გამოცდების ჩაბარება გჭირდება?
ამერიკაში ყველა უნივერსიტეტს თავისი მოთხოვნები აქვს, მაგრამ სკოლის ნიშნებს მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის მაღალ დონეს IELTS / TOEFL-ის სერტიფიკატს, აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობას და SAT-ის გამოცდის ჩაბარებას ყველა უნივერსიტეტი ითხოვს.
SAT ინგლისური ვერბალური და მათემატიკური სტილის გამოცდაა და აქ მიღებული მაღალი ქულით უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ სიაში ხვდები. შეიძლება სავალდებულო არ იყოს უნივერსიტეტისთვის, მაგრამ როდესაც SAT ჩაბარებული გაქვს მაღალ ქულაზე, კონკურენტუნარიანი კანდიდატი ხარ უნივერსიტეტისთვის. თუ ჯერ არ გაქვს IELTS / TOEFL ან SAT-ის გამოცდა ჩაბარებული შეგიძლია მიმართო განათლების ცეტრი LEAF-ს და დაგეხმარებიან მომზადებასა და ჩაბარებაში.
რატომ უნდა ისწავლო ამერიკაში?
აშშ არის დიდი და მრავალფეროვანი აკადემიური ეკოსისტემა, აქ მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებით დაწყებული კარიერა საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებით გრძელდება. აქ სწავლა გამოირჩევა ინოვაციით, კულტურით, ინდუსტრიული კავშირებით და კარიერული ქსელებით.
სტუდენტების გამოცდილებით, ამერიკაში სწავლით კმაყოფილები არიან განსაკუთრებით თავისუფლების მაღალი დონითა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებით.
ამერიკაში სტუდენტური ცხოვრება ხშირად მოიცავს კამპუსზე აქტიურ ჩართულობას, კლუბებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებს. რაც უფრო დიდია უნივერსიტეტი, სტუდენტური ცხოვრებაც შესაბამისად უფრო მრავალფეროვანია.
უნივერსიტეტის და ქალაქის არჩევანი დამოკიდებულია სტუდენტის სურვილზე თუ რა გარემოში გრძნობს ის თავს რეალიზებულად და კმაყოფილად, მის პირად მიზნებზე, ფინანსურ შესაძლებლობებსა და კარიერულ მიმართულებებზე. თუ გსურთ ფართო არჩევანი და ინტერაქციული სასწავლო გარემო, ამერიკა საუკეთესო ალტერნატივაა.
Adelphi University
უნივერსიტეტს რეგიონული აღიარება აქვს - Forbes-ის რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ კერძო უნივერსიტეტად არის მოხსენიებული. მთავარი კამპუსი არის Garden City-ში, ნიუ-იორკის შტატში (Manhattan Center).
აქ შეგიძლია ისწავლო: საექთნო საბაკალავრო პროგრამა, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მაგისტრატურა, MBA, ბიზნეს ანალიტიკა, STEAM განათლების მაგისტრატურა (მათემატიკა / საბუნებისმეტყველო / კომპიუტერული მეცნიერებები)
Adelphi-ის კურსდამთავრებულები საქმდებიან ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Deloitte, Capital One, J.P. Morgan Chase, Morgan Stanley, Memorial Sloan Kettering Cancer Center, Northwell, PwC და სხვები - ძლიერი ხაზია ფინანსებში, საკონსულტაციო მომსახურებასა და ჯანდაცვაში.
Manhattan Center-ის კამპუსი იდეალური გარემოა სტუდენტებისთვის: ჭკვიანი აუდიტორიები, სიმულაციის და ანატომიის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბი, სასწავლო სივრცეები. Nursing-ის მიმართულებით აქვთ კლინიკური სწავლებისა და სიმულაციის ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ სცენარებზე მუშაობენ.
Louisiana State University (LSU)
ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტი - ფართო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით და კვლევაზე ორიენტირებული ეკოსისტემით.
უნივერსიტეტი ახლოსაა Mississippi River-ის დელტასთან და მუშაობს სანაპირო/გარემოს რეალურ გამოწვევებზე/ კვლევებზე.
აქვს შემდეგი მიმართულების სასწავლო პროგრამები: ინჟინერიის, ბიოინჟინერიის, ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების და ბიზნეს ანალიტიკის, ჟურნალისტიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, გარემოსდაცვითი მეცნიერებები - Coastal Environmental Science, Oceanography & Coastal Sciences.
უნივერსიტეტის დახმარებით სტუდენტებს შესაძლელობა აქვთ დაუკავშირდნენ ისეთ დამსაქმებლებს, როგორებიც არიან: Chevron, Exxon Mobil Corporation, Shell, Deloitte, Enterprise Mobility და სხვები.
თუ ამერიკაში სწავლა შენი მიზანია, ჩაინიშნე ეს დღე, შეხვდი Shorelight-ის, Adelphi University და Louisiana State University წარმომადგენლებს და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სტუდენტურ ცხოვრებაზე, მისაღებ გამოცდებზე, დაფინანსებასა და სტუდენტურ შესაძლებლობებზე: 4 მარტი, 19:00, ტერმინალი, აბაშიძის ქ. 34/36
დასწრება უფასოა და შეუძლია ყველა დაინტერესებულს, საჭიროა რეგისტრაცია: https://leaf.ge/lsu-adelphi-study-in-usa/
R