ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება - მშობლები

ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

2026-02-25 13:07:52+04:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, ამინდი ხვალიდან შეიცვლება.
"26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)." - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ უნდა გამოიყენოთ თოვლიანი ამინდი იმუნიტეტისთვის: თუ დღის დიდ ნაწილს ბავშვი გაატარებს გარეთ, თოვლიან გარემოში, ვირუსული ინფექციების განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება
თოვლში მოძრაობა და სიცივე, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, სპორტით დაკავების იდენტურია - რატომ მიიჩნევს მედიცინა თოვლიან და ყინვიან ამინდებს სასარგებლოდ