როგორც ცნობილია, მსახიობს, ინფლუენსერსა და მოდელ შორენა ბეგაშვილს ვალენტინობას მისმა საყვარელმა ადამიანმა ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.
“I said YES! 4 წელი ერთად. საოცარი თავგადასავლებით სავსე, მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში, დივანზე მთხოვა”, - დაწერა შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში და საქმროსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.


როგორც ივარაუდებოდა, ამ სიახლეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამაზე ისაუბრა შორენამ ახლახან გავრცელებულ ვიდეოში:
„ახლა ვკითხულობდი კომენტარებს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში... პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა, 45 000-ზე მეტი გადაგზავნა. არ ვიცი, გაუგებარი ამბავია. პატარა ტელევიზია მაქვს ჩემს ინსტაგრამში...
თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც გაუხარდათ კი არა, არ ვიცი, ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი... მესმის, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა... გკოცნით!“

წყვილი ბოლო წლები ერთადაა, ამაზე ბევრს წერდნენ, თუმცა შორენა ერთობლივ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებდა და ძირითადად, მამაკაცის სახე არ ჩანდა. თუმცა ეს წლები მასთან ერთად ატარებდა წელიწადის სხვადასხვა სეზონს თუ დღესასწაულებს, დუბაიში, პარიზში და ა.შ.


