"გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში... ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა..." - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე - მშობლები

"გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში... ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა..." - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე

2026-02-25 16:39:02+04:00

როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს - ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, მარი პასუხობს:

- ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა, და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა... და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს...

ცნობისათვის, მარი ნაკანი ორი შვილის დედაა. უფროსი, ლიტა თავაძე, რომელიც მსახიობი და მოდელია, პირველ მეუღლესთან შეეძინა.

befunky-collage-2024-03-11t232122-1772024744.822-2024-03-11_23-21-33_232871-1024x560.jpg

მეორე გოგონა, სოფო კი - გიორგი მამასახლისთან ქორწინებაში.

image-1720446456-1772024744.png

ერთხელ გიორგის გაცნობის ამბავს ასე იხსენებდა:

"არ ვიღებდი ჩემს თავს, გარეგნობას და ხმას. პოპულარობასთან ერთად, ჩემი კომპლექსები ძლიერდებოდა და ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან ჩემი დაცინვაც. მაგრამ არ გავტყდი და გადავწყვიტე, შემეცვალა ჩემი ბედი. ნელ-ნელა მაყურებელმა, რომელიც თავიდან დამცინოდა, ჩემი მოსმენა დაიწყო. მე გავძლიერდი, ვისწავლე სირთულეების გადალახვა და ამაში ჩემი ქმარიც დამეხმარა. როცა გოგა გავიცანი, ლიტუკა სამი წლის იყო. მაშინ საქართველოში პირველ რეალითი-შოუში, „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს, ლიტუკას მამას, ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ მაღალი რეიტინგის მიღმა, მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი.

img-6630-1772024446.png

მოულოდნელად მოვლენები შემოტრიალდა, როდესაც ჩემმა ახლანდელმა ქმარმა რეალითი-შოუში დამინახა და ეკრანიდან შემიყვარა. მაშინ მე მას არ ვიცნობდი, მას კი, თურმე, უკვე ვუყვარდი. ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველ ქმართან ოჯახი ვერ შევინარჩუნე. მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეძებდი სამსახურს. დავრეგისტრირდი ფოტოგრაფების ფორუმზე. სად იყო "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი". კოლეგებმა მირჩიეს ქართული ფოტოფორუმი „ბოკე“. ჩემმა მომავალმა ქმარმა, რომელიც აღმოჩნდა ამ ფორუმის მოდერატორი, შემომთავაზა ფოტოშოპის სწავლება, ეს იყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

ჩვენ 20 წელია, რაც ერთად ვართ. ეს ურთიერთობა ადვილი არ იყო ჩვენთვის. ორივე ლიდერი ვართ, ხშირად ვჩხუბობდით. გარშემომყოფებისთვის ჩვენი ფოტოსესიები ერთგვარი შოუ იყო, სადაც, ნაკანი-მამასახლისის კინკლაობის მიუხედავად, ჩვენ სიცილსა და აღტაცებას ვიწვევდით ხალხში. საბოლოოდ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და გადავლახეთ სირთულეები. დღეს ერთგული მეგობრები ვართ და გვესმის დროისა და არჩევანის ფასი. სამჯერ დავშორდით და მაინც ავირჩიეთ ერთმანეთი. უფრო და უფრო ვაფასებთ ერთმანეთს და განშორება გახდა ის კატალიზატორი, რამაც გვიბიძგა, გადაგვეხედა იმ ზიანისთვის, რაც ერთმანეთს მივაყენეთ და შეგვექმნა ერთობლივი ცხოვრების უკეთესი ვერსიის შესაძლებლობა".

2024-04-02-15-22-04-725584-1772024446.jpg'

ჯინსებით შევსულვარ ქაშუეთის ეკლესიაში და გამოვუგდივარ იქიდან მამაოს... იმდენი მქონია ცხოვრებაში ასეთი ტოქსიკური, სისტემისგან თავსმოხვეული შეზღუდვები, რომ პირიქით, ქალების გათავისუფლება მინდა... - მარი ნაკანი
მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი... მინდოდა, ჩემს პირველ ქმარს ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა... - მარი ნაკანი რთულ პერიოდსა და მეორედ დაქორწინებაზე
დედას მუცელში რომ იყავი, გელაპარაკებოდი და ძაან გელოდებოდი, სანამ გაჩნდებოდი... - მარი ნაკანის და მისი ქალიშვილების ემოციური ინტერვიუ, ცრემლების თანხლებით