მოცეკვავე წყვილი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს - ლუკა ჭანიშვილის და ელენე ნაჭყებიას ოჯახური იდილია - მშობლები

მოცეკვავე წყვილი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს - ლუკა ჭანიშვილის და ელენე ნაჭყებიას ოჯახური იდილია

2026-02-25 20:27:28+04:00

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი სეზონის გამარჯვებული ლუკა ჭანიშვილი გახდა, რომლის მეწყვილეც მოცეკვავე ელენე დავითაია იყო.

elene-1772042149.jpg

ლუკას სოციალურ ქსელში დიდი ხანია იცნობენ - ის ნიჭიერი მომღერალი და მოცეკვავეა. ამჯერად სამეჯლისო ცეკვებში სცადა ძალები და გამარჯვებაც მოახერხა.

- ფაქტობრივად საუბარი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. სამი-ოთხი წლის ასაკში უკვე ხალხურ სიმღერებს - "ჩაკრულოს", "შენ ბიჭო ანაგურელოს" ვმღეროდი, ამავდროულად სცენაზე ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. ასე რომ ხელოვნებასთან საკმაოდ ადრეული ასაკიდან მქონდა შეხება და დღემდე ასე მოვდივარ, - ამბობს ლუკა.

პროექტში ლუკას ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი მისი მეუღლე იყო - ასევე მოცეკვავე ელენე ნაჭყებია. წყვილმა შარშან იქორწინა და მათი ქორწილიდან ცეკვის კადრები ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.

"ჩვენს ქორწილზე ასეთ გამოხმაურებას არ ველოდით. ხალხი გვეუბნებოდა ასეთ ქორწილში არათუ ნამყოფი არ ვართ, არც კი გვინახავსო. ეს ქორწილი კი არა, ძალიან მაღალი დონის კონცერტი იყოო... ყველა სტუმარი იმდენად აღტაცებული იყო, საოცარი სიტყვებით აღწერდნენ, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან დიდი დადებითი ემოციები იყო. ცალკე თემაა, რა აჟიოტაჟი მოყვა კადრებს სოციალურ ქსელებში. ძალიან ბევრი სიყვარულით სავსე კომენტარები იყო, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - ამბობდა ლუკა ქორწილის შემდეგ.

snapinstapp-467385642-490176130709011-6155199773397983632-n-1080-54437-1772042149.jpglove-you-1772042149.jpglukd-1772042148.jpgluk2-1772042148.jpg

მათი სიყვარულის ისტორიისა და კამერებს მიღმა ცხოვრების შესახებ, ისინი გულახდილად საუბრობდნენ ქორწილის შემდეგ:

- ალბათ სიყვარულმა გვიპოვა ჩვენ, შემიძლია ასე ვთქვა... ზაფხულში, "თაკარას" სცენაზე სხვადასხვა ანსამბლს ღია ცის ქვეშ კონცერტი გვქონდა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, გენერალურ რეპეტიციას გავდიოდით. ელენე შედარებით ადრე მოვიდა და უცებ მაყურებლის ამპლუაში მყოფი ელენესკენ თვალი მომიხვდა. მართლაც იმდენად მომაჯადოებლად ლამაზი იყო, სულ დამავიწყდა რეპეტიცია და ყველაფერი. ელენე თავის ცეკვის პედაგოგთან იყო მოსული, რომელსაც მეც ვიცნობდი. კონცერტის შემდეგ საერთო ახლობელმა მე და ელენეს ერთმანეთი გაგვაცნო, მაგრამ წამიერი შეხვედრა იყო, მხოლოდ სახელები გავცვალეთ. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ რეპეტიციაზე მივდიოდი და კარები რომ შევაღე, რას ვხედავ, ელენე ჩვენს ანსამბლშია... უცებ გამიელვა თავში, რომ ეს ის გოგოა, ზაფხულში რომ გავიცანი- მეთქი. ჩემს თავს ვუთხარი, ნუთუ ეს ბედი არ არის-თქო...

322478845-933936577622534-6765529482507342530-n-54449-1772042149.jpg

ყველანაირი ძალ-ღონე მოვიკრიბე, ვისთანაც კი ელენე ერთხელ მაინც იყო დალაპარაკებული, ყველას ვუთხარი, ისე მოახერხეთ, ერთად წასვლა მოგვიწიოს-თქო... ასე ჩავხლართე სიტუაცია, ასე დაიწყო ყველაფერი..(ინტერვიუ სრულად)

muah66-1772042150.jpgmuah-3-1772042150.jpgmuah-1772042150.jpgnastasya-1772042149.jpg