"ინტერესს ძალიან სწრაფად კარგავენ, მალე ბეზრდებათ... ადვილად ღიზიანდებიან, რაც სხვებს შეიძლება, ნაკლებად ეწყინოთ, მათ ადვილად სწყინთ" - როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა ბავშვებში - მშობლები

"ინტერესს ძალიან სწრაფად კარგავენ, მალე ბეზრდებათ... ადვილად ღიზიანდებიან, რაც სხვებს შეიძლება, ნაკლებად ეწყინოთ, მათ ადვილად სწყინთ" - როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა ბავშვებში

2026-02-26 10:16:32+04:00

რა ახდენს გავლენას ბავშვის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე და როგორ ამოვიცნოთ ADHD - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი საუბრობს:

- თუ ADHD-ზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად ამ მდგომარეობას, საკმაოდ ძლიერი გენეტიკური კომპონენტი აქვს. ოღონდ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ორივე მშობელს ან ერთ-ერთს უნდა ჰქონდეს. შეიძლება, წინა თაობებში იყო. რა თქმა უნდა, გარემოს ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. გარემოს ფაქტორები პრენატალურ ფაქტორებსაც ვგულისხმობ - რა პირობებში მიმდინარეობდა ორსულობა. ნერვული სისტემის ჩამოყალიბება ჩანასახიდან იწყება. შესაბამისად, ეს პერიოდიც და ჩვილობის პერიოდიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცხადია, ჩვილებში შეიძლება, ასე არ ჩანდეს და ვერ მივხვდეთ, მაგრამ მერე იჩენს თავს. ამიტომ, ორსულები არ უნდა ვანერვიულოთ.

თუ კარგად გამოხატული მდგომარეობაა, შეიძლება, ბავშვი 1 წუთი რაღაც აქტივობით დაკავდეს, მერე სხვაგან გადაერთოს. ძალიან მარტივად "გადართვადია". როგორც წესი, ინტერესს ძალიან სწრაფად კარგავენ. ბეზრდებათ აქტივობები. რთულად ალაგებენ სოციალურ ურთიერთობებს. იმპულსურობის გამო, შეიძლება, უცებ მოუნდეს, სათამაშო წაართვას ვიღაცას. ემოციის რეგულაციის მომენტებიც რთულად აქვთ. ამიტომ, შეიძლება, მარტივად გაღიზიანდნენ. ფრუსტრაციის მიმართ ტოლერანტობა დაბალია. იმედები სწრაფად უცრუვდებათ. რაც სხვებს შეიძლება, ნაკლებად ეწყინოთ, მათ ადვილად სწყინთ. ამის კონტროლიც, სხვა ბავშვებთან შედარებით, დაბალია.

5 მთავარი ნივთიერება, რომელთა ნაკლებობა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებში დადასტურდა - მარი მალაზონია ბავშვის ჯანმრთელობაზე
ბავშვის კვება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს