“რატომ არიან ყოფილი ტანმოვარჯიშეები წარმატებულები სხვა სფეროშიც?! ტანვარჯიში არის დისციპლინა, რომელიც ბავშვში ავითარებს შრომას, დროის გადანაწილებას, მოთმინებას..." - ქეთი ხატიაშვილი - მშობლები

“რატომ არიან ყოფილი ტანმოვარჯიშეები წარმატებულები სხვა სფეროშიც?! ტანვარჯიში არის დისციპლინა, რომელიც ბავშვში ავითარებს შრომას, დროის გადანაწილებას, მოთმინებას..." - ქეთი ხატიაშვილი

2026-02-26 11:38:39+04:00

ცნობილი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, სამი შვილის დედა ქეთი ხატიაშვილი, რომელიც წლებია, ასევე მწვრთნელია და პატარა ტანმოვარჯიშეებს ამეცადინებს, სოციალურ ქსელში ტანვარჯიშის სარგებლობაზე წერს:

"რატომ არიან ყოფილი ტანმოვარჯიშეები წარმატებულები სხვა სფეროშიც?! იმიტომ, რომ ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ყოველ ვარჯიშზე ებრძვის მხოლოდ საკუთარ თავს, დაძლიოს სიზარმაცე, გახდეს უკეთესი, დაძლიოს შფოთი, შიშები.

გამოწვევა, რომელსაც ტანმოვარჯიშეები დიდ შეჯიბრებებზე ხვდებიან მენტალურად ძალიან რთულია და ამ შეჯიბრზე კარგი გამოსვლითაც შეიძლება დარჩე კვარცხლბეკის მიღმა და ხვალ ისევ ყველაფერი თავიდან იწყება...

keti6-1772092761.jpgketi3-1772092761.jpgketi7-1772092762.jpg

ტანვარჯიში ეს არის დისციპლინა, რომელიც ბავშვში ანვითარებს შრომას, დროის გადანაწილებას ვარჯიშზე, სწავლაზე, ჭამაზე, მგზავრობაზე და რაც მთავარია მოთმინებას, რადგან შედეგი მოდის ძალიან რთულად, აი, რომ გგონია აღარ შეგიძლია, ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. და ამ დროს კაჟდებება სხეული და გონებაც, რომელიც მომავალში გვეხმარება გავიმარჯვოთ არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ ცხოვრებაშიც, ურთიერთობებშიც და ნებისმიერ წამოწყებაში.

ასე რომ, ნამდვილი სპორტი არ არის ჰობი".

როგორც ცნობილია, ასევე ტანვარჯიშით და სამეჯლისო ცეკვებით არის დაკავებული ქეთის უფროსი ქალიშვილი ანასტასია ვადაჭკორია, რომელსაც რამდენიმე გამარჯვება აქვს უკვე ანგარიშზე.

vadachkoria-1772092761.jpganastasia-vadachkoria-1772092761.jpgketi33-1772092762.jpgketi77-1772092762.jpg

მთელი ღამით დათოს ჰყავს, უცვლის, აჭმევს, აძინებს... მე ილიას ვაძინებ, დათოს მარია ჰყავს ჩაბარებული... სახლში ორი დამხმარე გვყავს - ქეთი ხატიაშვილი მრავალშვილიან დედობასა და მეუღლის ჩართულობაზე