თბილისის მერი კახა კალაძე იუბილარია - ის 48 წლის გახდა. ყოფილ ფეხბურთელს და 4 შვილის მამას მეუღლე - დიზაინერი ანუკი არეშიძე საარქივო ფოტოებით ულოცავს დაბადების დღეს და წერს:
"დღეს ამ საოცარი ადამიანის დაბადების დღეა. უკვე 18 წელია, რაც ერთად აღვნიშნავთ მის იუბილეს. უფლის ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი კეთილშობილი, ერთგული, ყურადღებიანი და იშვიათად კარგი ადამიანი მარგუნა ცხოვრების მთავარ მეგზურად. გილოცავ. მიყვარხარ".






2025 წლის ბოლოს წყვილმა ერთად ყოფნის 18 წელი აღნიშნა. როგორც ცნობილია, მათ ერთმანეთი მილანში გაიცნეს - მომავალი მერი მაშინ მილანურ გუნდში თამაშობდა, ანუკი კი სამოდელო კარიერას იწყობდა. მას მერე წყვილი ერთად არის, 4 შვილს ზრდიან და სოციალურ ქსელში მუდმივად უხსნიან ერთმანეთ სიყვარულს.


