რუსეთში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი წლი-ნახევრის ბავშვი გამვლელებმა ქურთუკით დაიჭირეს და გადაარჩინეს - პატარა რეანიმაციაშია (ვიდეო) - მშობლები

რუსეთში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი წლი-ნახევრის ბავშვი გამვლელებმა ქურთუკით დაიჭირეს და გადაარჩინეს - პატარა რეანიმაციაშია (ვიდეო)

2026-02-27 16:36:42+04:00

სანქტ-პეტერბურგში, შენობის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 18 თვის ბავშვი ტროტუარზე შეკრებილი ხალხის მიერ გაშლილი ქურთუკის წყალობით გადარჩა.

სასწაულებრივი გადარჩენა

ბავშვი მეშვიდე სართულის ფანჯრის რაფაზე, საპირისპირო კორპუსის ფანჯრებიდან დაინახეს და ყვირილი დაიწყეს. გამვლელები, რომლებსაც ხმები შემოესმათ და გაიგეს რაც ხდებოდა, მაშინვე შენობის შესასვლელთან, ტროტუარზე შეიკრიბნენ.

მას შემდეგ, რაც ბავშვი ფანჯრიდან მართლაც გადმოვარდა, ხალხში ერთ-ერთმა ადამიანმა ქურთუკი გახსნა და ბავშვი გადაარჩინა (როგორც შემდეგ გაირკვა, ის უზბეკი მეეზოვე იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა ადგილზე და ოპერატიულად იმოქმედა. ის უკვე დააჯილდოვეს კიდეც გმირობისთვის).

ინციდენტის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს დაკვირვებისთვის. ის ჯერ რეანიმაციაშია, თუმცა სტაბილურადაა, რამდენიმე ძვალი აქვს მოტეხილი, მათ შორის ფეხის, და შინაგანი ორგანოების დაზიანება. უზბეკეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელმაც გმირობა გამოიჩინა, ასევე, როგორც ამბობენ, მაჯები და ნეკნი აქვს გატეხილი.

ed4c831e92-2352384791272194-83-1772197713.webp

de-1200x675-1772197712.jpg

საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ იმ დროს, როდესაც ბავშვი ღია ფანჯრიდან იყურებოდა, დედა საპირფარეშოში იყო, უფროსი შვილი კი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა და ვერაფერი გაიგო.

ხუთი წლის გოგონამ ახალშობილი ძმა ფანჯრიდან გადააგდო... - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაღალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადააგდო
კაცმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი გადაარჩინა - გამაოგნებელი ვიდეო