გაშვილებული გოგონა ჯუჯობის სინდრომით, რომლის მშვილებლები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვის ნავლად ზრდასრული ქალი "შეატყუეს" - რა დაადგინა სასამართლომ - მშობლები

გაშვილებული გოგონა ჯუჯობის სინდრომით, რომლის მშვილებლები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვის ნაცვლად ზრდასრული ქალი "შეატყუეს" - რა დაადგინა სასამართლომ

2026-02-28 13:26:05+04:00

ნატალია გრეისის ამბავმა გასულ წელს მთელი ამერიკა აალაპარაკა. მის შესახებ ამერიკული ტელესერიალი გადაიღეს და გოგონა თოქ-შოუების ვარსკვლავიც გახდა. ვინ არის ნატალია გრეისი და რატომ შეძრა მისმა ამბავმა მთელი ამერიკა.

ყველაფერი უკრაინაში დაიწყო. ნატალია 2003 წელს დაიბადა და ბავშვთა სახლში გაიზარდა. მას იშვიათი გენეტიკური დაავადება — სპონდილოეპიფიზური დისპლაზია ჰქონდა. ესაა ჯუჯობის ფორმა, რომელიც ძვლების არასწორ განვითარებას იწვევს. სწორედ დიაგნოზის გამო თქვა მასზე უარი ბიოლოგიურმა დედამ.

natalia-grace-010223-14a0f2a4bee545ec989fa8e217ccee90-1772272482.webp
ნატალიას ბავშვობა

2008 წელს გოგონა ამერიკულმა ოჯახმა იშვილა, თუმცა ორი წლის შემდეგ მასზე უარი განაცხადა და ბავშვთა სახლში დააბრუნეს. 2010 წელს კი ნატალია მეორედ გააშვილეს — ამჯერად ინდიანაში მცხოვრებმა მაიკლ და ქრისტინ ბარნეტებმა იშვილეს. წყვილს სამი ვაჟი ჰყავდა და ქალიშვილზე ოცნებობდა. დოკუმენტების მიხედვით, ნატალია იმ დროს დაახლოებით შვიდი-რვა წლის იყო.

barnetebi-da-mati-vazhebi-1772272501.webp
ბარნეტები ვაჟებთან ერთად

პირველ პერიოდში ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, თუმცა მალე ბარნეტებს ეჭვები გაუჩნდათ. მათი თქმით, გოგონას ქცევა აგრესიული იყო, ზოგჯერ აშინებდათ კიდეც. ქრისტინი ამტკიცებდა, რომ ნატალიას ზრდასრულისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები ჰქონდა. მშობლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათ სახლში ბავშვი კი არა, ზრდასრული ქალი ცხოვრობდა, რომელიც თავს არასრულწლოვნად ასაღებდა.

barnetebi-nataliastan-1772272516.jpg
ბარნეტებთან

ბარნეტები ამტკიცებდნენ, რომ ნატალია უხეშად ექცეოდა მათ შვილებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ზოგჯერ ფიზიკურადაც ეხებოდა. მათი ვერსიით, გოგონა ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიდა და შეგნებულად ცდილობდა დაძაბულობის გამოწვევას.

ყველაზე მძიმე ბრალდებები ეხებოდა დანებს. მაიკლ ბარნეტი ამბობდა, რომ სახლში ხშირად ქრებოდა სამზარეულოს დანები და ერთხელ ნატალიამ თითქოს უთხრა, რომ მშობლებს ძილში მოკლავდა. ასევე ჰყვებოდნენ შემთხვევას, როცა, მათი თქმით, მან მამას ყავაში მათეთრებლის ჩასხმა სცადა.

1100x615-0x7qm4ny3x-1832216837121071631-1772272536.jpg

ბარნეტები ამტკიცებდნენ, რომ ნატალია ზოგჯერ ბავშვების საწოლებთან იდგა ღამით და ხელში დანას იჭერდა. ეს ეპიზოდები მათ მედიაშიც გაახმაურეს.

მათი თქმით, ნატალიას რამდენჯერმე მოძრავი მანქანიდან გადახტომის მცდელობა ჰქონდა, ასევე ღობეს ეჯახებოდა. მშობლები ამას ან აგრესიად, ან თვითდაზიანების მცდელობად აფასებდნენ.

სწორედ ამ ეჭვებმა მიიყვანა საქმე ყველაზე სკანდალურ ნაბიჯამდე. 2013 წელს ბარნეტებმა სასამართლოს მიმართეს და ნატალიას დაბადების წლის შეცვლა მოითხოვეს. 2003 წლის ნაცვლად მათ 1989 წელი მიუთითეს. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გოგონა ოფიციალურად 14 წლით „დააბერა“.

862x485-0xbk7utlgu-8337373224935276120-1772272549.jpg

ასაკის დადგენა

აქ ჩნდება მთავარი კითხვა — როგორ შეიძლებოდა ასეთი შეცდომა?

იმ დროს ასაკი დნმ-ით არ დაუდგენიათ. გადაწყვეტილება სამედიცინო და ფსიქიატრიულ შეფასებებს, ძვლების მდგომარეობას და ფიზიკურ ნიშნებს ეფუძნებოდა. პრობლემა ის იყო, რომ ნატალიას იშვიათი გენეტიკური დაავადება ჰქონდა. სპონდილოეპიფიზური დისპლაზიის დროს ძვლები სტანდარტული სქემით არ ვითარდება და სხეულის პროპორციები განსხვავებულია. ასეთ შემთხვევებში ადამიანის ასაკის განსაზღვრა მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით ძალიან არაზუსტია. ზოგი სპეციალისტი მას ბავშვად მიიჩნევდა, ზოგი კი — ზრდასრულად. სასამართლო იმ დასკვნებს დაეყრდნო, რომლებიც ბარნეტების მხარემ წარადგინა, და დნმ ან ბიოლოგიური დედის დადასტურება მაშინ არ ჩატარებულა.

1456x987-1-0c7f45c57ddabe24c11b3829d72094a81600x1085-0x2p6p1zds-6249394482823578848-1772272571.jpg.webp

ასაკის შეცვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დოკუმენტურად ნატალია უკვე ზრდასრული იყო. ბარნეტებმა მას ბინა უქირავეს და დამოუკიდებლად ცხოვრება აიძულეს. ცოტა ხანში ოჯახი კანადაში გადავიდა და ნატალიასთვის ბინის ქირის გადახდაც შეწყვიტა. გოგონა, რომელიც სინამდვილეში ძალიან დაბალი და ფიზიკურად შეზღუდული იყო, მარტო დარჩა.

მეზობლებმა, ენტვონ და სინტია მანსებმა, მას ხელი გაუწოდეს და საკუთარ ოჯახში გადაიყვანეს. მათი თქმით, ნატალია მათთან დაიწყო წერა-კითხვის სწავლა და ნელ-ნელა იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას.

2019 წელს ბარნეტებს ბრალდება წაუყენეს არასრულწლოვანის მიტოვებისთვის. ისინი საჯაროდ ამტკიცებდნენ, რომ ნატალია ზრდასრული და საშიში იყო. საქმე წლების განმავლობაში იწელებოდა, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში მისი ასაკი კვლავ შეცვლილი რჩებოდა.

natalia-mansebtan-1772272589.webp
ნატალია მანსების ოჯახთან

მხოლოდ 2023 წელს ჩატარდა დნმ-ის ანალიზი და დამატებითი ექსპერტიზები. დადგინდა, რომ ნატალია მართლაც 2003 წელს იყო დაბადებული. ასევე გადამოწმდა ძველი სტომატოლოგიური ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა, რომ 2011 წელს მისი კბილები დაახლოებით რვა წლის ბავშვის ასაკს შეესაბამებოდა. სასამართლომ საბოლოოდ აღადგინა მისი ნამდვილი დაბადების წელი.

ამგვარად გაირკვა, რომ შეცდომა წარმოიშვა მაშინ, როდესაც ასაკი მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით და არასრულყოფილი ექსპერტიზით განისაზღვრა, გენეტიკური ტესტირების გარეშე. იშვიათმა დაავადებამ ექიმებს მცდარი სურათი მისცა, ხოლო სასამართლომ ეს შეფასებები ოფიციალურ გადაწყვეტილებად აქცია.

1100x619-0xzvvhf2ys-2239502486281102878-1772272606.jpg

სად არის და როგორ ცხოვრობს ნატალია დღეს?

ნატალია წლების განმავლობაში ცხოვრობდა სინტია და ენტვონ მანსებთან. 2023 წელს მათ ოფიციალურად იშვილეს ის, თუმცა მოგვიანებით მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

„რაღაც რიგზე არ არის ნატალიასთან. ეს გოგო იცვლება… ვგრძნობ, რომ ის ჩვენი მტერია სახლში.“ - ამბობდა ენტვონი.

სინტიამაც განაცხადა, რომ ნატალია „ზურგში დანას სცემდა“ და სიცრუეს ავრცელებდა.

მანსების თქმით, ნატალია მათ ადანაშაულებდა, რომ ზედმეტად აკონტროლებდნენ და თითქოს „ტყვეობაში“ ჰყავდათ. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ბრალდებები ტყუილი იყო და მათთვის მძიმე იყო ამის მოსმენა.

natalia-grace-people-magazine-122724-93165b593a2746258fdee1d66061b222-1772272313.webp

2025 წლის იანვარში ნატალიამ განაცხადა, რომ ახლა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ ემზადება. ის საშუალო განათლების დიპლომის მისაღებად სწავლობდა და მანქანის მართვას ცდილობდა. მომავალში სურს მასწავლებელი გახდეს და ოჯახი შექმნას.

personazhi-serialidan-1772272632.webp
ნატალიას პერსონაჟი სერიალიდან

გენეტიკური დაავადების გამო ის ბავშვს ჰგავდა და ადვილად მოატყუა სხვები - მშვილებელ ოჯახს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ამბავი, რომელმაც მსოფლიო პრესა მოიცვა