ალა პუგაჩოვას ვიდეოს, სადაც ის ფილტრის გარეშე ჩანს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

ალა პუგაჩოვას ვიდეოს, სადაც ის ფილტრის გარეშე ჩანს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2026-03-01 18:38:44+04:00

ცოტა ხნის წინ, რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინიცნობილ ფრანგულ კურორტ კურშეველიდან აქვეყნებდა ფოტოებს და მისი ყველა მორიგი ფოტოსესია დიდი მოწონებით სარგებლობდა. სოციალურ ქსელში მისი გამომწერები რა ხანია,აღნიშნავენ, რომ ახალი იმიჯი მას ძალიან უხდება.

maks46-1769935324.jpgmaks553-1769935324.jpg

მაქსიმმა მოულოდნელად შეიცვალა სტილი, თითქოს დრო უკან დააბრუნა. ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც ადრე კომიკოსს მხოლოდ ირონიულ წამყვანად აღიქვამდნენ, ახლა სერიოზულად განიხილავენ მის გარეგნობას. ახალმა ფოტოებმა თავისი საქმე გააკეთეს: მოწესრიგებულმა წვერმა, ტონუსში მოყვანილმა ფიგურამ და თავდაჯერებულმა მზერამ მაქსიმი ნამდვილ „სექსუალურ კაცად“ აქცია და ქალთა არმია გაააქტიურა მის გვერდზე სოციალურ ქსელში.

დაიწყო საუბრები იმაზე, გაიკეთა თუ არა რამე 50 წლის გალკინმა. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ მას ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი აქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან დელიკატურად ტარდება: სახის გამომეტყველება შენარჩუნებულია, ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და კანი არ არის „დაჭიმული“.

არანაკლებ გარდასახული ჩანს 76 წლის პრიმადონაც. როგორც ჩანს, ალამ გადაწყვიტა, გამოჩენილიყო და მისი ქმრის ახალი იმიჯის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოხმაურებოდა. 76 წლის პრიმადონა თავის ასაკთან შედარებით შესამჩნევად ახალგაზრდად გამოიყურებოდა ფოტოებზე. არ დაახანა ქალების კომენტარებმაც: "შეგვახსენეს, რომ ის ცოლიანია. დავიშალეთ", "ასწლეულის საუკეთესო წყვილი", "აბა, რა, მაქსიმ, მთავარია "ამინდი ოჯახში". ასევე ბევრი აღნიშნავს, რომ ალა ძალიან შეცვლილია: "თავის შვილ კრისტინას დაემსგავსა..." "თავის თავს აღარ ჰგავს", "ნუთუ ამდენ ფილტრს იყენებენ?", "აშკარად მაგარ კოსმეტოლოგს მიაგნეს..."
ala66-1770827137.jpgala87-1770827137.jpg
დღეს კი პრიმადონამ გაზაფხულის პირველი დღის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ფილტრის გარეშე წარდგა. 76 წლის მომღერალს, კოსმეტიკური ჩარევების მიღმა, ასაკობრივი ნაოჭები უჩანს, თუმცა ასაკის კვალობაზე, მშვენივრად გამოიყურება. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ალამ ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და ჯერ ისრაელში ცხოვრობდა, შემდეგ - კვიპროსში.

ცოტა ხნის წინ,ვრცელ ინტერვიუში, ალამ აღნიშნა, რომმაქსიმთან ქორწინებას ყველაზე დიდ გამართლებას და სიყვარულს უწოდებს:

- მას საოცარი ნიჭი აქვს - შემიყვაროს, შეიყვაროს თავისი ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს...ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა, - ხაზგასმით აღნიშნა პუგაჩოვამ.

როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა პირადი ცხოვრება 50 წლის შემდეგ, ალამ თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ. და არსებობს გართობის სხვადასხვა გზა, რასაც ასაკი ხელს არ უშლის“.