რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელ სახელებს არქმევდნენ ყველაზე ხშირად ბოლო 6 წლის განმავლობაში დაბადებულ ბავშვებს - საინტერესო სტატისტიკა - მშობლები

რომელი სახელებია ყველაზე პოპულარული საქართველოში და რომელ სახელებს არქმევდნენ ყველაზე ხშირად ბოლო 6 წლის განმავლობაში დაბადებულ ბავშვებს - საინტერესო სტატისტიკა

2026-03-02 00:41:06+04:00

საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელები რომ გიორგი და ნინოა, არაა ახალი ამბავი და ყველაზე მეტ მამაკაცს რომ გიორგი ჰქვია, ხოლო ყველაზე მეტ ქალს - ნინო. ასევე ყველაზე გავრცელებულ სახელებს შორის ჩვენს ქვეყანაში არის, მამაკაცებში: დავითი, ალექსანდრე, ლუკა, ნიკოლოზი, საბა, ზურაბი, ლევანი, ირაკლი. ხოლო ქალებს შორის - მარიამი, ანა, თამარი, მაია, ნანა, ელენე, ნათია, მანანა.

წლების განმავლობაში, mshoblebi.ge ყოველწლიურად გამოითხოვდა მონაცემებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით და ახლა, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ბოლო 6 წლის ტენდენციას - 2020-დან 2025 წლის ჩათვლით, თუ რომელი სახელები იყო ყველაზე პოპულარული.

2020 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ელენე - 898
  • ლილე - 873
  • ბარბარე - 872
  • მარიამ - 836
  • მარიამი - 824
  • ნია - 729
  • მართა -678
  • ანასტასია -659
  • ევა - 566
  • ანა - 543

2020 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 1280
  • დემეტრე -1227
  • ალექსანდრე -1162
  • ანდრია - 1035
  • ლუკა - 933
  • თომა - 733
  • ნიკოლოზ -728
  • გაბრიელი - 695
  • იოანე - 654
  • სანდრო - 632

2021 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ელენე - 832
  • ლილე - 817
  • მარიამ - 752
  • მარიამი - 737
  • ბარბარე - 715
  • მართა - 685
  • ევა - 679
  • ნია - 657
  • ნიცა - 575
  • ნუცა - 550

2021 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 1256
  • ალექსანდრე - 1201
  • დემეტრე - 1071
  • ლუკა - 886
  • თომა - 826
  • ანდრია - 818
  • ნიკოლოზ - 712
  • იოანე - 679
  • ნოე - 658
  • სანდრო - 644

2022 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 1072
  • დემეტრე - 951
  • ალექსანდრე - 933
  • ლუკა - 734
  • ნოე - 708
  • თომა - 707
  • ანდრია - 669
  • დანიელ - 604
  • იოანე - 557
  • ლაზარე - 520

2022 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • მარიამ - 663
  • ელენე - 651
  • ლილე - 640
  • ევა - 623
  • მართა - 620
  • ნიცა - 585
  • მარიამი - 579
  • ბარბარე - 562
  • ნია - 510
  • ანასტასია - 451

2023 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ნიცა - 585
  • მართა - 540
  • მარიამ - 529
  • ლილე - 529
  • ელენე - 509
  • მარიამი - 497
  • ევა - 441
  • ნია - 419
  • თაია - 387
  • ბარბარე - 380
  • ანა - 320
  • ნიტა - 309
  • ანასტასია - 308
  • სოფია - 283
  • ნუცა - 280
  • კირა - 277
  • ლიზა - 276
  • ნენე - 274
  • სესილი - 269
  • კატო - 268

2023 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 804
  • ალექსანდრე - 740
  • დემეტრე - 727
  • ნოე - 661
  • ლუკა - 648
  • თომა - 623
  • ანდრია - 553
  • დანიელ - 529
  • ლაზარე - 493
  • დაჩი - 492
  • იოანე - 471
  • გაბრიელ - 450
  • ნიკოლოზ - 438
  • ვაჩე - 388
  • ილია - 384
  • დავით - 382
  • სანდრო - 376
  • გაბრიელი - 367
  • დანიელი - 328
  • მათე - 321

2024 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ნიცა - 672
  • მართა- 550
  • მარიამ - 504
  • ელენე - 483
  • მარიამი - 461
  • თაია - 415
  • ლილე - 411
  • ევა - 406
  • ნია - 383
  • ნენე - 328
  • სოფია - 297
  • კირა - 288
  • ლიზა - 283
  • ნიტა - 282
  • ნუცა - 267
  • ბარბარე - 263
  • ანასტასია - 250
  • ანა - 239
  • კატო - 229
  • ანიტა - 208

2024 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • გიორგი - 717
  • ალექსანდრე - 684
  • დემეტრე - 669
  • ნოე - 646
  • თომა - 603
  • ლუკა - 591
  • დაჩი - 577
  • იოანე - 481
  • ვაჩე - 467
  • დანიელ - 459
  • ილია - 435
  • გაბრიელ - 390
  • ნიკოლოზ - 387
  • ანდრია - 385
  • გაბრიელი - 373
  • სანდრო - 355
  • დანიელი - 330
  • ლაზარე - 329
  • დავით - 327
  • მათე - 277

2025 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მამრობითი):

  • ალექსანდრე - 691
  • გიორგი - 668
  • თომა - 589
  • ლუკა - 584
  • დემეტრე - 549

2025 წელს ყველაზე ხშირად რეგისტრირებული სახელები (მდედრობითი):

  • ნიცა - 640
  • მართა - 537
  • თაია - 489
  • მარიამ - 472
  • ევა - 449

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ვაჟებს შორის ყველაზე პოპულარული ხუთი სახელი ამ წლების განმავლობაში იყო გიორგი, ალექსანდრე, დემეტრე, ლუკა და თომა. ხოლო გოგონებს შორის, ბოლო წლებში ნიცამ ნელ-ნელა მოიპოვა სულ უფრო მეტი პოპულარობა, მასთან ერთად კვლავ პოპულარულია მარიამი, ელენე, ბარბარე, მართა.

ძველი საბჭოთა სახელები, რომლებსაც მშობლები შვილებს დიდი სიამაყით არქმევდნენ - სტალბერის, ვლადლენის და სხვათა ისტორიები
ბიჭის 5 ტრენდული სახელი 2026 წელს: მშობლები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას სახელებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც სოლიდურად ჟღერს
ლამაზი და იშვიათი სახელები, რომლებიც საქართველოში ძალიან ცოტა ბავშვს დაარქვეს - სახელების ოფიციალური სტატისტიკა