ბავშვთა ონანიზმი: განვითარების ეტაპი თუ საყურადღებო სიმპტომი? – რჩევები ნევროლოგისგან - მშობლები

ბავშვთა ონანიზმი: განვითარების ეტაპი თუ საყურადღებო სიმპტომი? – რჩევები ნევროლოგისგან

2026-03-03 22:32:44+04:00

ნევროლოგი ირაკლი ტუღუში: ბავშვთა ონანიზმი სექსუალური ქცევა არ არის – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

მშობლების უმეტესობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და დამაბნეველი აღმოჩენაა: ბავშვი, რომელიც საკუთარი სხეულის შესწავლას და თვითსტიმულაციას იწყებს. პირველი რეაქცია ხშირად შიში, სირცხვილი ან სიმკაცრეა, თუმცა რეალობა ბევრად მარტივი და ბუნებრივია.

რა იმალება ამ ქცევის მიღმა – ნევროლოგიური თავისებურება, სტრესთან გამკლავების მექანიზმი თუ უბრალოდ განვითარების ნორმალური ეტაპი? სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ინტერესსა და საყურადღებო სიმპტომს შორის?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ბავშვთა ნევროლოგმა ირაკლი ტუღუშმა გვიპასუხა. სტატიაში შეიტყობთ, რატომ არ შეიძლება ბავშვის დასჯა, როგორ ავუხსნათ მას „პირადი სივრცის“ მნიშვნელობა და როდის არის აუცილებელი სპეციალისტის ჩართვა.“

- ბატონოირაკლი,რაარისბავშვთაასაკშიონანიზმი?არისთუარაესპათოლოგია,თუგანვითარებისნორმალურიეტაპი?

- ბავშვებში ონანიზმი, პედიატრიულ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული და უმეტეს შემთხვევაში განვითარების ნორმალური ეტაპია. როგორც ბავშვთა ნევროლოგი, გეტყვით, რომ ეს ქცევა ხშირად არ წარმოადგენს პათოლოგიას.

ეს არის საკუთარი სხეულის, განსაკუთრებით გენიტალური არეს თვითსტიმულაცია, რომელიც ბავშვში დაკავშირებულია სენსორულ ინტერესთან და სიამოვნების განცდასთან.

ჩვილსა და ადრეულ ბავშვობაში ეს ქცევა არ არის სექსუალური შინაარსის, როგორც მოზრდილებში - იგი უფრო ჰგავს თითის წოვას ან ქანაობას: სენსორული თვითრეგულაციის ფორმაა. ამ დროს ძირითადად ბავშვებს ახასიათებს, ფეხის დაჭიმვით ერთმანეთზე გასმის მსგავსი მოძრაობები, ან დაჭიმვით ფეხების გადაჯვარედინება, ასევე შესაძლებელია იყოს რიტმული თეძოს მოძრაობები, როგორც დამჯდარ პოზიციაში, ასევე მუცელზე დაწოლილ პოზიციაში. რაც მნიშვნელოვანია, ამ დროს ცნობიერება არ აქვთ შეცვლილი, შესაძლებელია გაუხშირდეთ სუნთქვა და გულისცემა, ასევე აღენიშნოთ ოფლიანობა, გაუფართოვდეთ გუგები. ზოგჯერ მშობლებს ეს გულყრის ეპიზოდიც კი ჰგონიათ.

-რაასაკიდანშეიძლებაგამოვლინდესესქცევა?ხშირადმშობლებსუკვირთ,როცაამასჩვილასაკშიანადრეულბავშვობაშიამჩნევენ.

- შესაძლოა გამოვლინდეს 6-12 თვის ასაკიდან. უფრო ხშირად გვხვდება 2–5 წლის ასაკში სკოლამდელ პერიოდში პიკი ფიქსირდება 3–4 წლისთვის. განაგრძეთ კითხვა

როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მარტო ბანაობა და რატომ არის მანკიერი ტრადიცია მის ინტიმურ ადგილებზე შეხება - ნევროლოგის განმარტებები ტაბუირებულ თემებზე