ცნობილი ჩეჩენი მილიარდერი, რომელსაც შერონ სტოუნთან და ნაომი კემპბელთან რომანებს მიაწერდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ამბობენ, რომ ვალებსა და მარტოობას ვერ გაუძლო - მშობლები

ცნობილი ჩეჩენი მილიარდერი, რომელსაც შერონ სტოუნთან და ნაომი კემპბელთან რომანებს მიაწერდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ამბობენ, რომ ვალებსა და მარტოობას ვერ გაუძლო

2026-03-04 10:49:23+04:00

2026 წლის 2 მარტის ღამეს, ცნობილმა ჩეჩენმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა უმარ ჯაბრაილოვმა მოსკოვის ელიტარულ ბინაში თავი მოიკლა. დაახლოებით ღამის 1:00 საათზე, შენობის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგეს. ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და პარამედიკოსებს თითქმის ორი საათის განმავლობაში არ შეეძლოთ შესვლა - საკეტის ძალით გაღება მოუწიათ. ამასობაში მან ბევრი სისხლი დაკარგა და ტვინიც უკვე შეშუპებული იყო. ექიმებმა უმარი ბოტკინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეანიმაციული სამუშაოები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ჯაბრაილოვის გადარჩენა ვერ მოხერხდა: ის დაახლოებით დილის 4:00 საათზე გარდაიცვალა.

ბინის დათვალიერების შემდეგ, გამომძიებლებმა ბიზნესმენის გარდაცვალებაში კრიმინალური ელემენტი ვერ აღმოაჩინეს. ოფიციალურად მან თავი მოიკლა.

დაკრძალვისთვის მზადებაც სწრაფად წარიმართა - მუსლიმური წეს-ჩვეულებების თანახმად, დაკრძალვა რაც შეიძლება მალე ტარდება. ის ჩეჩნეთში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს მშობლიურ სოფელში.

728x487-1-770761182bc30181165ee65a7f122e303282x2196-0xnoei0e9o-0719338304896468264-1772608024.jpg.webp

ბოლო თვეების განმავლობაში უმარ ჯაბრაილოვის ცხოვრებაში არაერთი წარუმატებლობა იყო. წყაროების ცნობით, ის მძიმე დეპრესიითა და მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებით იტანჯებოდა. ბიზნესმენის ანგარიშები საგადასახადო ორგანოებმა გაყინეს. ასევე გავრცელდა ჭორები უზარმაზარი ვალების შესახებ, რომლებიც მილიარდ-ნახევარ რუბლს აღწევდა. ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, 1-ელ მარტს, ჯაბრაილოვმა ჩაწერა თავისი ბოლო საჯარო ვიდეომიმართვა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა რუსი ტურისტების ბედის გამო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ზონაში და ყველას კეთილდღეობა, სიყვარული და ბედნიერება უსურვა.

original-1772608024.webp

გარდაცვალებამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე, უმარმა მეგობარს შესჩივლა თავისი ცუდი განწყობის შესახებ. ჯაბრაილოვის თქმით, ის უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრების ყველა ასპექტით. მასზე მძიმედ იმოქმედა არა მხოლოდ ფინანსურმა პრობლემებმა, არამედ მარტოობამაც - მას დასაყრდენი არავინ ჰყავდა..

ცნობისათვის, ყოფილმა სენატორი და მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც 1990-იან წლებში მოსკოვის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენად ითვლებოდა, 2020 წელსაც სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ მაშინ გადაარჩინეს. ის ნარკოდამოკიდებულითაც იტანჯებოდა წლების განმავლობაში.

original-3-1772608024.webp

თუმცა ბიზნემენის 32 წლის ქალიშვილ ალვინას არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის. ალვინამ, რომელიც მონაკოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ მამამისმა თავი მოიკლა და მიიჩნევს, რომ ის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო მოკლეს.

alvina-1772608561.webp
ალვინა ჯაბრაილოვა

უმარ ჯაბრაილოვს ასევე ჰყავს უფროსი ქალიშვილი, 36 წლის ანატა, პირველი ქორწინებიდან. თუმცა გოგონების დედების ვინაობა გასაიდუმლოებულია.

danat-1772608561.jpg

ბიზნესმენი ჩეჩნეთში საკმაოდ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა - მამამისი რაიკომის მდივანი იყო და ნავთობის სფეროშიც იყო ჩართული. უმარმა მოსკოვში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი და მალე გახდა წარმატებული ბიზნესმენი და ხელოვნების კოლექციონერი.

original-2-1772608024.webp

ამბობდნენ, რომ შედევრებზე ყნოსვა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობგადამუშავება იყო მისი თავდაპირველი სფერო, შემდეგ სასტუმროებსა და რესტორნებზე გადაინაცვლა, პოლიტიკითაც იყო დაინტერესებული, ჩეჩნეთის ფედერაციის საბჭოშიც იყო მცირე ხანს.

მისი შემოსავლების შესახებ მონაცემები დაფარული იყო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ მილიარდერი გახლდათ და მოსკოვში - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარიც. გასაკვირი არ არის, რომ ჭკვიან და ინტელიგენტ ბიზნესმენს, რომელიც ხელოვნებით იყო გატაცებული, ქალები არ აკლდა გარშემო. ამბობენ, საარაკო თანხებს ახარჯავდა ცნობილ ქალბატონებს.

495x600-1-ff16b766a92189441d0d997dfc7ef6182338x2832-0x6kjdiijk-2897777068583864392-1772608024.jpg.webp

2000-იან წლებში ბიზნესმენი თითქმის სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქსენია სობჩაკს.

image-1-1772608560.png

ასევე, ამბობდნენ, რომ მას სხვადასხვა დროს რომანები ჰქონდა ნაომი კემპბელთან, შერონ სტოუნთან და ორნელა მუტისთან.

432x600-1-8afb1eb215673d0c1c98a533290f7c8a2304x3200-0xr5g1gvm3-8454642707942703631-1772608024.jpg.webp460x600-1-c22359bfe120ca81a138cd9007e65b19566x738-0xxgevp0ap-1157081263005088368-1772608024.jpg.webp

original-1-1772608024.webp