აფხაზი მოდელი, რომელიც სიშიშვლეზე უარს ამბობს, Chanel-ის სახე გახდა - მშობლები

აფხაზი მოდელი, რომელიც სიშიშვლეზე უარს ამბობს, Chanel-ის სახე გახდა

2026-03-04 12:50:57+04:00

წარმოშობით აფხაზი მოდელი, ადიცა ბერძენია, Chanel-ის ახალი კოლექციის რეკლამაში გადაიღეს. მოდის სახლის ვიდეორგოლი სწორედ 24 წლის ბერძენიას გამოჩენით იწყება. ​

2026 წლის დასაწყისში ადიცა ბერძენია ოფიციალურად Chanel-ის სახე გახდა. მოდის სახლის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ, იგი საკუთარ მუზად აირჩია. ამ სტატუსით მოდელმა ბრენდის "ოტ კუტიურის" (Haute Couture) ჩვენებაში, რომელიც გრან-პალეში გაიმართა, მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი მან Chanel-ისთვის ბლაზის სადებიუტო შოუ გახსნა. ​

ამ წარმატებამდე ადიცა იულია შავორინას სააგენტო Avant-ის მოდელი იყო და რუსეთში მოღვაწეობდა. გოგონა 2021 წელს რუსული Elle-ის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე, Dior-თან და Courreges-თან თანამშრომლობდა.

640326789-1497049295110222-1721584494554462896-n-1772615346.jpg

adica-8-1772614896.jpg

​ბერძენია სოხუმში გაიზარდა. ბავშვობაში კალათბურთით იყო გატაცებული, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2019 წელს მან აფხაზეთში, სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ Avant-ის სკაუტმა შენიშნა.

​საინტერესოა, რომ ადიცას სამუშაოდ მოსკოვში გასაშვებად, სააგენტოს მისი მრავალრიცხოვანი ნათესავი მამაკაცების მხრიდან "შეთანხმების ყველა ეტაპის" გავლა მოუხდა. ნებართვა არა მხოლოდ მშობლებს, არამედ პაპას, ბიძებსა და ბიძაშვილებსაც უნდა მიეცათ.

adica-1772614910.jpg

adica-5-1772614923.jpg

adica-3-1772614937.jpg

adica-2-1772614952.jpg

კარიერის დასაწყისში, სხვადასხვა მოგზაურობის დროს ადიცას ყოველთვის დედა ან ძმა აცილებდა. ინტერვიუებში ბერძენია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თამამ ფოტოგადაღებებში მონაწილეობას არ იღებს და პოდიუმზე ზედმეტად ღია სამოსით არ გადის. სწორედ ამ მიზეზით, მან წარსულში უცხოეთიდან მიღებულ სამუშაო შემოთავაზებებზე არაერთხელ თქვა უარი.

ullajohnsonss240007-fe64b95d-1772630146.webplarge-1673471513-eb09f2501b56ea2750431ace2ce5c7bc-1772630145.jpgdelcoress240005-a9701c728b1f0534476b-1772630145.webpaditsa-berzenia-682783-fit-1772630145.jpgaditsa-berzenia-682766-fit-1772630145.jpg5614-1772630145.jpg5613-1772630144.png656x438-1-6a284590e2a725d5d27fb9a4b330bc7d683x455-0x7g99ar5c-1346686213154648563-1772630144.jpg.webp

12-aditsa-berzeniia-main-book-1772630144.jpg