"მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი - ნი­კო­ლა სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში ვართ და ვბრუნ­დე­ბით თბი­ლის­ში" - კახა კალაძე ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი - ნი­კო­ლა სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში ვართ და ვბრუნ­დე­ბით თბი­ლის­ში" - კახა კალაძე ვიდეოს აქვეყნებს

2026-03-04 13:31:34+04:00

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც ბოლო დღეებში დუბაიში იმყოფებოდა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, ისე, როგორც სხვა ტურისტები, ვერ ტოვებდა ქალაქს, ამჯერად სტამბოლის აეროპორტიდან ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად რიადიდან თბილისში ბრუნდება:

"გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.

მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კახი კალაძე შაბათ-კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი გამოფრენას ვერ ახერხებდა. თბილისის მერი მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

დუბაი თითქოს მოკვდა... - პლაჟები და კაფეები დაიკეტა, მაღაზიებში კი ტუალეტის ქაღალდის, ბანანისა და ქათმის მარაგები ამოიწურა. ტურისტების საყვარელი ადგილი ​ირანის მხრიდან განხორციელებული იერიშების შემდეგ