ჩხუბი სკოლის მოსწავლეებს შორის - მარჯანიშვილის მეტროს წინ გოგონამ თანატოლს დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა: დაწყებულია გამოძიება - მშობლები

ჩხუბი სკოლის მოსწავლეებს შორის - მარჯანიშვილის მეტროს წინ გოგონამ თანატოლს დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა: დაწყებულია გამოძიება

2026-03-04 14:02:14+04:00

მარჯანიშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენეს. ინფორმაცია"ტვ პირველმა"გაავრცელა.

  • არსებული ინფორმაციით, გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის მარჯანიშვილის მეტროს წინ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გოგონამ მის თანატოლს ჯერ დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული არავინ არ არის. იხილეთ ვიდეო

15 წლის გოგონა 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს: შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა