მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელსაც საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, იუბილარია - ის 35 წლის გახდა. იუბილე მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების ვიწრო წრეში აღნიშნა. რასაკვირველია, ამ დღეს არ აკლდა სიმღერები.



თიკა, ბევრი ბავშვი-ვარსკვლავისგან განსხვავებით, შემდეგაც დარჩა შოუბიზნესში და აქტუალობას და პოპულარობას არ კარგავს. შემოქმედებითი სიახლეებიც ხშირად აქვს, სხვა სფეროშიც წარმატებით სცადა ძალები და საზოგადოებას თავი გააცნო, როგორც ნიჭიერმა კულინარმა. "მასტერშეფში" გამოვიდა და ეს პროექტი გამარჯვებით დაასრულა, მოგვიანებით კი საკუთარი კაფეც გახსნა.
ასევე სულ აქტუალურია თიკას პირადი ცხოვრება. ბექა ხოფერიასთან ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი ნინა, რომლის აღზრდაში ცნობილი დედამთილი - ხათუნა ხოფერიაც ეხმარებოდა. განქორწინების მიუხედავად, თიკა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილ ქმართანაც და ყოფილ დედამთილთანაც მეგობრობს.
"რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრების განმავლობაში, რა გზაზეც არ უნდა წავიდეს ხათუნა და რა გზაზეც არ უნდა წავიდე მე, ვერასოდეს "გადავახტები" ჩვენს პატივისცემას, ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულს. ხათუნა არის ისეთი ბებია და ჩემი შვილი ისე უყვარს, ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩვენი სიყვარულის ამომავალი წერტილი ეს არის. ხათუნას, როგორც ქალს, ძალიან ვაფასებ. უძლიერესი ქალია. ჩემთვის, სამაგალითოა. შეიძლება ითქვას, რომ დედასავით მიყვარს. ჩემი მეორე დედაა. დღე არ გადის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონდეს." - ამბობს თიკა ჯამბურია.