"მადლობა ღმერთს, ამ ოთხი ბრილიანტისთვის" - თეა დარჩიას ფოტო შვილებთან ერთად და კადრები ცნობილი მოცეკვავის ოჯახური არქივიდან - მშობლები

"მადლობა ღმერთს, ამ ოთხი ბრილიანტისთვის" - თეა დარჩიას ფოტო შვილებთან ერთად და კადრები ცნობილი მოცეკვავის ოჯახური არქივიდან

2026-03-05 14:16:32+04:00

"მადლობა ღმერთს, ამ ოთხი ბრილიანტისთვის" - წერს ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია და 4 შვილის ფოტოს აქვეყნებს.

644836124-2075703909930996-3703564124998907725-n-1772706706.jpg

როგორც ცნობილია, თეა 4 შვილის დედა და ერთი შვილიშვილის ბებიაა - მის ქალიშვილს, ასევე სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს პატარა ქალიშვილი ჰყავს.

tea-1772707072.jpg

476961800-1768363433998380-7618369186326162448-n-1772706707.jpg476949624-1768361590665231-3184730952505148941-n-1772706706.jpg476467311-1768361447331912-5351088816004374773-n-1772706706.jpg

619415988-2039620666872654-7227400716332578951-n-1772706708.jpg
შვილიშვილის ნათლობაზე

ასევე დაქორწინებულია თეას უფროსი ვაჟი მირიანი.

486602862-1799363084231748-6707337923899103416-n-1772706707.jpg

მათ გარდა თეას და მი მეუღლეს, რომელიც ასევე ყოფილი მოცეკვავეა, ჰყავთ ქალიშვილი იოანა და ვაჟი გაბრიელი. იოანა დედის ანსამბლში ცეკვავს საკმაო წარმატებით.

477701308-1769787733855950-4033612078621623421-n-1772706707.jpg517717929-1880697436098312-3332374622790803625-n-1772706707.jpg516552040-1880697259431663-2264587711235744212-n-1772706707.jpg515775480-1880697299431659-2946474791981693114-n-1772706707.jpg

მრავალშვილიანი დედობის მიუხედავად, თეას ცეკვა არასდროს შეუწყვეტია და მცირეწლოვან ბავშვებსაც ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები, დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის. ამ თემაზე mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

- პირველი შვილი 19 წლის ასაკში შემეძინა... სხვადასხვა ასაკში ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რასაკვირველია, ემოციურად სხვადასხვაგვარად აღიქვამ, თუმცა ამ ემოციას სიძლიერის მიხედვით ნამდვილად ვერ განვასხვავებ. უბრალოდ წლების სვლასთან ერთად, ვიზრდებით, ვვითარდებით და უფრო სხვა ფასი ედება დედობას.

- აღზრდის მეთოდები, შვილებთან მიდგომები წლების სვლასთან ერთად იცვლებოდა?

- არა, თითქმის ერთი და იგივე მიდგომა მქონდა მაშინაც და ახლაც, რაც მდგომარეობს შემდეგში: ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შვილებს შევუქმნა მინიმალური კომფორტი მაინც, მივცე თავისუფლება, არ შევზღუდო და ჩაროჩებში არ მოვაქციო, თუმცა, არსებობს საკითხები, სადაც მშობლის ჩართულობა აუცილებელია. ეს პირველ რიგში ეხება დროის სწორ განაწილებას, რეჟიმს, სწორ კვებას და სწორ ურთიერთობას ბავშვთან. პატარასთან პრეტენზიები იმიტომ კი არ უნდა გვქონდეს, რომ მისი დედები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სწორად აღიზარდოს და კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და ჯანსაღი სულითა და ხორცით.

46b148674850da556d08376b633c0130-1772707072.jpg

- ნამდვილად შექების ღირსია თქვენი მეუღლე. როგორც ვიცი, თქვენ ყოველთვის აქტიური იყავით კარიერული თვალსაზრისით, მშობიარობიდან მე-40 დღეს უბრუნდებოდით ცეკვას და აქტიურ რეჟიმს... ალბათ იყო ისეთი მომენტები, როცა პატარა შვილების მიუხედავად, გიწევდათ გასტროლებზე წასვლა, მათი დატოვება არაერთი დღით მარტივი არ იქნებოდა...

- ყველაფერი იწყება და მთავრდება ღმერთის წყალობით და ჩემი ცხოვრებაც ამის მაგალითია. თუ წყალობა არ გაქვს ღმერთის, რაც არ უნდა იწვალო და იჯახირო ადამიანმა, არაფერი გამოგივა. ღმერთს ვუხდი პირველ რიგში დიდ მადლობას და მერე ოჯახის წევრებს, რომლებიც თავდაუზოგავად მეხმარებოდნენ შვილების გაზრდაში.

- დღევანდელი გადმოსახედიდან ფაქტია, რომ ოთხ შვილს თქვენს ფიზიკურ ფორმაზე არ უმოქმედია, მაგრამ თავის დროზე თუ გქონდათ ამ მხრივ დაძაბულობა, პრობლემები, თქვენს პროფესიაში ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

- ამ მხრივ ძალიან დამეხმარა გენეტიკა და ფიზიკური დატვირთვა, ფეხმძიმობის პერიოდშიც აქტიური ვიყავი ხოლმე და მაინცდამაინც განსაკუთრებულად არ ვკარგავდი ფორმას. მეტიც, სამშობიაროშივე ვტოვებდი ხოლმე მომატებულ კილოგრამებს.

- ორსულობის რომელ თვემდე აძლევდით თავს უფლებას, მდგარიყავით სცენაზე?

- პირველ ორსულობაზე სცენაზე ოთხ თვემდე ვიდექი, მეორეზე - უფრო ადრე გავედი დეკრეტში, მესამე და მეოთხე ორსულობისას კი - პირველივე თვეებიდან, რადგან ასაკიდან გამომდინარე ვფრთხილობდი და აღარ ვიტვირთებოდი.

თეა დარჩიას მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ცეკვა რუსთაველზე, ახალი წლის ღამეს(ვიდეო)
სულ პროტესტი მქონდა დედას პროფესიის მიმართ, იმიტომ, რომ ბავშვობაში დედა მაკლდა... მაგრამ იდეალი იყო თეა და სწორედ მისი პროფესია ავირჩიე - მარიამ მათიაშვილი და თეა დარჩია სასცენო კონკურენციაზე, სიმკაცრეზე და სხვა დედაშვილურ ამბებზე
თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი დაქორწინდა - ფოტოები ქორწილიდან