ბიჭი, რომელსაც სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა და დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა - მშობლები

ბიჭი, რომელსაც სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა და დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა

2026-03-05 15:52:36+04:00

2018 წელს ამ ამბავმა მსოფლიო მოიცვა. 26 წლის კამერონ ანდერვუდმა ხელახლა დაიწყო ცხოვრება ახალი სახით. პირველად ის სახის ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ წარდგა საზოგადოების წინაშე ნიუ იორკის Langone Health-ში, კლინიკაში, სადაც მას ეს უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა. 26 წლის მამაკაც კალიფორნიის შტატის ქალაქ იუბა სიტიდან ხალხის წინაშე გამოვიდა.

face-transplant-1-1772719112.webp

„მინდა ჩემი ისტორია გაგიზიაროთ, რათა დავეხმარო სხვებს - მოტივაცია გავუჩინო მათ, იცხოვრონ და იმედი ჰქონდეთ რთულ დროსაც კი. აუცილებელია დახმარების ადრეულ ეტაპზე მოძიება. ახლა ბედნიერი ვარ, მალე სამსახურში დავბრუნდები და ოდესმე ოჯახსაც შევქმნი“, - თქვა ანდერვუდმა.

face-transplant-2-1772719112.webp

ტრავმა

2016 წლის ივნისში, მძიმე დეპრესიის ფონზე, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა - თავში გაისროლ ცეცხლსასროლი იარაღით. . ის გადარჩა, მაგრამ სახე ფაქტობრივად დაკარგა: ლოყები, ცხვირი, ქვედა ყბა, პირი მძიმედ და თითქმის ყველა კბილი დაუზიანდა. ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სახე დამახინჯებული დარჩა. ტრანსპლანტაციამდე მთელი დრო ნიღბის უკან იმალებოდა.

5c003c05bde70f6c4268a2a2-1772719249.webp
კამერონი მძიმე შემთხვევამდე

„ეს ჩემი ცხოვრების აუტანლად გრძელი და სევდიანი პერიოდი იყო და ძალიან სუსტად ვიყავი, მაგრამ ეს უნდა გადამეტანა“, - თქვა ახალგაზრდამ 2017 წლის ივნისში.

სახის გადანერგვა

მისდა საბედნიეროდ, ანდერვუდის დედა შემთხვევით წააწყდა სტატიას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების თავმჯდომარის, დოქტორ ედუარდო როდრიგესის შესახებ, Langone Health-დან. როდრიგესს უკვე ჩაეტარებინა სახის გადანერგვის ორი წარმატებული ოპერაცია. ოჯახი მას დაუკავშირდა და 2017 წლის ივნისში ქირურგი იუბა სიტიში გაემგზავრა კამერონის დაზიანებების გამოსაკვლევად.

ანდერვუდი დონორების რიგში როდრიგესის ვიზიტისთანავე შეიყვანეს. ხოლო 2018 წლის 31 დეკემბერს პოტენციური დონორიც იპოვეს.

დონორი აღმოჩნდა 23 წლის უილიამ ფიშერი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. ის სცენარისტი და რეჟისორი იყო და მოზარდობის ასაკშივე დათანხმდა სიკვდილის შემდგომ დონაციას. კამერონი ერთადერთი არ არის, ვისაც ის "დაეხმარა". საკუთარი გარდაცვალების შემდეგ, უილიამმა რამდენიმე სიცოცხლე გადაარჩინა გულის, ღვიძლისა და თირკმლის დონაციით.

face-transplant-1772719250.webp
უილიამ ფიშერი

„მოხარული ვარ, რომ ჩემს შვილს სიკვდილის შემდეგაც კი სურდა ადამიანების დახმარება. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალის წყარო გახდა ძალიან რთულ დროს. შვილის სიკვდილს ვერ გადავურჩებოდი, კამერონი და მის მიერ გადარჩენილი სხვა ადამიანები რომ არ მენახა. მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ - ჩემი შვილის წყალობით“, - ამბობს უილიამის დედა.

ქირურგები აღნიშნავენ, რომ პაციენტების უმეტესობა დონორს გაცილებით დიდხანს ელოდება. ლოდინი უარყოფითად მოქმედებს მათ ემოციურ მდგომარეობაზე. ანდერვუდის შემთხვევაში ლოდინი მხოლოდ ექვს თვეს გაგრძელდა.

ტრანსპლანტაცია 2018 წლის 5 იანვარს ჩატარდა - ინციდენტიდან ორ წელზე ნაკლებ დროში. როდრიგესი 100 ქირურგის, ექთნისა და პერსონალისგან შემდგარ გუნდს ხელმძღვანელობდა. ანდერვუდს ყბა, ქვედა ქუთუთოები, ლოყები, ცხვირი,პირის ღრუს ნაწილები მთლიანად შეუცვალეს. ოპერაცია საერთო ჯამში 25 საათს გაგრძელდა. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა გაზარდა ქირურგების უნარი, უფრო ზუსტად გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ შემთხვევებს და საუკეთესო ესთეტიკურ და ფუნქციურ შედეგებს მიაღწიონ. კამერონი შემთხვევაში გამოიყენეს 3D კომპიუტერული ქირურგიული დაგეგმვა, 3D ბეჭდვითი პროცედურები, დონორის ნაკვთების 3D პრინტერით დაბეჭდილი ნიღაბი და ტექნოლოგიის უამრავი სხვა მიღწევა. ტრანსპლანტაციის შემდეგ, როგორც კი ანდერვუდის სახე შეხორცდა და ანთება ჩაცხრა, დოქტორ როდრიგესმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს რამდენიმე მცირე ოპერაცია საუკეთესო ესთეტიკური შედეგის მისაღწევად.

ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ ჩატარებული პირველი ასეთი ტრანსპლანტაცია 36 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამიტომ ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს ქირურგიული დროის 11 საათით შემცირება, მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქირურგიული გუნდის რესურსებისთვისი, არამედ კამერონის გამოჯანმრთელების თვალსაზრისითაც. უფრო ხანმოკლე ოპერაცია ხშირად გართულებების რისკის შემცირებას იწვევს.

პაციენტმა საავადმყოფოში ორ თვეზე ცოტა ნაკლები გაატარა.

maxresdefault-1772719680.jpg

5c003c05bde70f6c4268a2a2-1772719249.webp

10 თვის განმავლობაში მისი სახე სრულად შეხორცდა. კამერონი აღნიშნავდა, რომ ის დაუბრუნდა საყვარელ საქმეს. მაგალითად, ოჯახთან ერთად სეირნობას - გარეგნობის გამო უხერხულობის გარეშე.

face-transplant-4-1772719112.webp

დღეს

ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა აღდგა მისი ცხოვრება. დაიწყო ნორმალურად ჭამა, ლაპარაკი და სოციალური ცხოვრება. დაუბრუნდა ჰობის — გოლფს, ავტომობილების შეკეთებას და სკაიდაივინგსაც კი.

სიცოცხლის ბოლომდე იღებს იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს, რათა ორგანიზმმა ტრანსპლანტი არ უარყოს. ამგვარი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, პაციენტები მთელი ცხოვრება მედიკამენტებზე არიან, გადიან რეგულარულ სამედიცინო შემოწმებებს, რადგან სულ არის რისკი, რომ სხეულმა ახალი ქსოვილი უარყოს...

ბოლო წლებში კამერონი შედარებით ნაკლებად ჩანს მედიაში და ძირითადად პირად ცხოვრებას უფრთხილდება. თუმცა ცნობილია, რომ ცხოვრობს აშშ-ში, კალიფორნიაში ოჯახთან ახლოს, პერიოდულად მონაწილეობს სამედიცინო კონფერენციებსა და ინტერვიუებში, სადაც თავის ისტორიას ყვება — როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ორგანოების დონაციის მხარდაჭერის მაგალითს.

ექიმები მის შემთხვევას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევენ.

cameron-blog-header-1-1772719249.jpg

მამაკაცს გული გადაუნერგეს, მან კი ცხოვრება ზუსტად ისე დაასრულა, როგორც მისმა დონორმა - ამბავი, რომელიც დღესაც ბევრს აკვირვებს
მას სხეულის 80% დაეწვა და სახე და ხელები გადაუნერგეს. არც ერთხელ არ დანებდა და დღეს საყვარელ ქალზე ქორწინდება
ის იყო ქალი, რომელსაც მსოფლიოში პირველს გადაუნერგეს სახე, თუმცა... - საყვარელი ძაღლის მიერ დაგლეჯილი იზაბელ დინუარის ტრაგედია