ნატა გაგუა გასწავლით, როგორ მიირთვათ დესერტი ისე, რომ შაქარი სხეულმა ნაკლებად შეითვისოს - მშობლები

ნატა გაგუა გასწავლით, როგორ მიირთვათ დესერტი ისე, რომ შაქარი სხეულმა ნაკლებად შეითვისოს

2026-03-05 16:08:25+04:00

როგორ ჯობს ტკბილის მიღება, რომ მან ნაკლები ზიანი მოგვიტანოს - შაქართან დაკავშირებულ არაერთ კითხვას ცნობილმა ნუტრიციოლოგმა, ენდოკრინოლოგმა ნატა გაგუამ კლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილი „კოტკასტში“ უპასუხა.

დღის რომელ ნახევარშია ყველაზე საშიში შაქრის მიღება? აღმოჩნდა, რომ დილის და საღამოს რაციონი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„დილით პირველი კვება და ძილის წინ - ეს ორი კვება არის უკიდურესად არარაციონალური ტკბილის მისაღებად,“ - აღნიშნა ნატა გაგუამ და წვეულებაზე, ნოყიერი სადილის შემდეგ დესერტის დაყოლების თემასაც შეეხო. რა ხდება მაშინ, როცა წვეულებებზე ნოყიერ სადილს ტრადიციულად, ტკბილი დესერტი მოჰყვება? მისი თქმით, გამოსავალი რიგითობის დაცვაშია.

„ძალიან თუ გინდათ, არ მოერიდოთ, მაგრამ გასწავლით. როცა მივდივარ და ვიცი, რომ იქნება განსაკუთრებული დესერტი, სახლში ერთი დიდი პორცია ბოსტნეული, უჯრედისი მივიღოთ. უმჯობესია, მწვანე ფერის ბოსტნეული. სუფრაზეც შეიძლება, თუ სახლში ვერ მოაწარით. მწვანე ყველაზე კარგია, თუ არადა, რაღაც ისეთი, უფრო სტაფილო, სალათის ფოთოლი რომ მიიღოთ, ოღონდ ცოტა დიდი დოზით, 200 გრამი მაინც რომ იყოს. როცა მიხვალთ, პირიველი უნდა მიირთვათ ან ხორცი, ან თევზი ან კვერცხით მომზადებული კერძი ან ყველი. ანუ ვიცავთ რიგითობას. გადის დრო და შემოაქვთ დესერტი. მერწმუნეთ, ვერასოდეს შეჭამთ იმდენს, რამდენიც გქონდათ ჩაფიქრებული. თუ ამ რეჟიმით მიჰყვებით, რომ ჭამოთ, მაინც ვერ შეიწოვს ისე, როგორც სხვა დროს“ - ამბობს ნატა გაგუა.

საუბარი შეეხო ტკბილეულის მოთხოვნის შესამცირებელ დანამატებსაც, მაგალითად, ქრომს.

„დანამატი უნდა დანიშნოს მხოლოდ პროფესიონალმა. მე მას ისე ვუყურებ, როგორც პრეპარატს. კარგად უნდა ვიცოდეთ, რა დროში დაინიშნოს, ყოველთვის შეიძ₾ება მეტი ზიანი მოუტანოს ადაიანს არასწორად დანიშნულმა მოუტანოს ადამიანს არასწორად დანიშნულმა ბიოაქტიურმა დანამატმა, თუმცა თუ სწორად არის დანიშნული, ძალიან კარგი შედეგებამდე უფრო მოკლედ დროში მიგვიყვანს," - ამბობს ნატა გაგუა.

პური, რომელიც არ ასუქებს. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან ჯანსაღი კვება უყვარს - რეცეპტი ნატა გაგუასგან
სიცოცხლის ელექსირი ერთ თასში! ენერგია, ცილა და გემოების ფეიერვერკი - ჯანსაღი სალათის რეცეპტი ნატა გაგუასგან