ტორტის ბისკვიტს ბევრი დიასახლისი სახლში სახლში აცხობს. ხშირად იწერება კულინარიულ ჯგფებში, რომ შინ ცხობისას ბისკვიტს თავი ოდნავ უვარდება.
როგორ უნდა მოვამზადოთ ტორტის ბისკვიტი ისე, რომ მისი ზედაპირი იდეალურად სწორი იყოს და თავი არ ჩაუვარდეს.
როგორც აღმოჩნდა, ამისთვის გამოცდილი მცხობელები ერთ ხერხს იყენებენ - ტორტის ცომს ნორმაზე ერთს ან ნახევარი კოვზით მეტ ფქვილს უმატებენ. ეს ზედმეტი ერთი კოვზი სეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფქვილიც და სიმინდის ან კარტოფილის სახამებელიც.
გთავაზობთ დიასახლისების რჩევებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა.
- „გარშემო ფორმას ცხიმი არ წაუსვათ. ერთი კოვზით მეტი ფქვილი კარგია და რომ გამოცხვება, ღუმელის კარი მაშინვე არ გამოაღოთ. აცხვეთ თავიდანვე 160 გრადუსზე და ბოლომდე ესე დაელლდეთ, ტემპერატურა აღარ შეცვალოთ.“
- „ტორტი ცხვება დაბალ ტემპერატურაზე მხოლოდ დაბლა ძირი უნდა ჩაერთოთ. როცა შეატყობთ, რომ გვერდები და ძირი მზადაა, უნდა გამოირთო ქვედა წვა და ჩაურთოთ ზედა, რომ დასრულდეს გამოცხობა და თავიც დებრაწოს. გული რომ არ დაეწიოს, ნახევარი კოვზი ფქვილი დაამატეთ.“
- „რამდენიმე ფაქტორია გასათვალოსწინებელი. ყველა ღუმელი სხვადასხვანაირია. ჩემთან 140 გრადუსი, ზედა-ქვედა წვა საუკეთესოა ტორტის კლასიკური ბისკვიტისთვის თუ ის ღრმა 10 სმ იან ფორმაში ცხვება, 1 კვერცხზე ვანგარიშობ ცხობის 5 წუთს. ანუ 8 კვერცხიანს 40 წუთი ვაცხობ 140 გრადუსზე.“
- „ფქვილის მაგივრად სახამებელი დაუმატეთ. მაგალითად, 10 კვერცხიანს 10 ს.კ. ფქვილი და 1 სახამებელი, ან სიმინდის ან კარტოფილის.
- „რომ გამოცხვება, ღუმელშივე გააციეთ ან გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ და დეთდეთ სეტკაზე თქვისივე ფორმით. რომ გაგრილდება. ამოიღეთ“.
- „ზეთს რომ უსმევთ გვერდებზე ეგ არ უნდა, სცადეთ ზეთის გარეშე.. გვერდები უცურავს და უჭირს სიმაღლის შენარჩუნება. ან შეგიძლიათ ზეთიან გვერდებზე ფქვილი გადაატაროთ და ისე ჩაასხათ ცომი.“
- „140° 1.15 საათი ზედა ქვედა წვაზე აცხვეთ. ფქვილი მიქსერის გარეშე, ხის კოვზით ნაზად შეათქვიფეთ.“
- „თუ ათ კვერცხიანს აცხობთ, ხუთ-ხუთი კვერცხით გამოაცხვეთ.
- "თუ ოც კვერცხიანს აცხობთ, შვიდ-შვიდით გამოაცხვეთ. მალეც ცხვება, კარგადაც შრება, გაჭრა არ სჭირდება და მოსართავადაც უფრო სიმეტრიული გამოდის.“
- „ცოტა ლიმონმჟავა დაუმატეთ და არასოდეს ჩავარდება. ცილას რომ ათქვეფთ და შაქარს ჩაყრით, სანამ გულებს ჩამატებთ, მანამდე 25 კვერცხზე ჩაისკოვზის მეოთხედი დაამატეთ და 150 გრადუსზე აცხვეთ ქვედა წვაზე. რომ დაასრულებს ამოსვლას, მერე ჩაურთეთ ზედა წვა 5 წუთი“.
- „ თავიდან შედარებით მაღალ გრადუსზე ფუვდება, მაგრამ რადგანაც ჯერ არ არის გამომცხვარი ეს გაფუებული შუაში, დაბლა დაიწყებს დაწევას თუ საკმარისად მაღალი ტემპერატურა არ ექნება შენარჩუნებული, გვერდები შედარებით უფრო სწრაფად ცხვება და მაგიტომ იწევს მაინცდამაინც შუა ნაწილი და არა გვერდები... სცადეთ... 160-170 გრადუსია სასურველი„.
ტორტის ბისკვიტის კლასიკური რეცეპტი:
6 კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი გავთქვიფოთ, დავუმატოთ თანდათან 6 ს.კ შაქარი, გულები, 6 ს.კ ფქვილი, შევურიოთ ხის კოვზით ან ნიჩბით. გამოვაცხოთ ღუმელში 170-180გრადუსზე ზედა-ქვედა წვაზე, კალკადაფენილ ფორმაში, დასჭირდა 30წთ.