შემზარავი ფაქტი ბათუმში 22 თებერვალს მოხდა. კლინიკა "მედინაში" მომუშავე რეანიმაციის სანიტარმა გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგ ახალშობილს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ჩვილს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვის.
სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ბრალდებულ დედას. ის სასამართლო პროცესზე არ მიუყვანიათ, რადგან თავად მას მკურნალობდნენ კლინიკაში - მშობიარობის დროს დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინეს.
რატომ მიიღო ქალმა ასეთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რატომ კლავდა თავის ახალშობილს, რა თქვა მან დაკითხვაზე, ეს და სხვა დეტალები ჯერ უცნობია. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ის მეუღლესთან გაშორებული იყო და მალავდა ორსულობას. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქალს წინასწარ ჰქონდა განზრახული ჩვილის მკვლელობა.
როგორც კლინიკა "მედინის" დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, ახალშობილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა: "არავის ეგონა, ბავშვი თუ გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, მეორე რეკონსტრუქციული იყო. ჯერ მძიმეა მისი მდგომარეობა, თუმცა იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. ალბათ, ბავშვს პლასტიკური ოპერაციებიც დასჭირდება. ჯერ წინა პლანზეა თავის ტვინის პრობლემები, მას მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული - მოტეხილია ხაზოვანი თხემის ძვალი, არის ტვინის შეშუპებაც...".
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილიწლების წინ იკვლევდა სწორედ ამ საკითხებს, ის თავად შედიოდა ციხეში და ჰქონდა კომუნიკაცია ასეთ ბრალდებულებთან. დღემდე ახსოვს იმ დედებთან დიალოგებიც, რომლებიც შვილის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მას ბათუმში მომხდარი ფაქტის შეფასება.
- ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი შვილს არ მოკლავს და ასე სადისტურად არ მოექცევა. მე არაერთხელ შევხვედრივარ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედებს. დღემდე მახსოვს ამ ბრალდებით გასამართლებულთა რიცხვიც და თითოეული ფაქტიც. მე ფსიქოლოგად ვმუშაობდი "ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში". მაშინ
შვილების მკვლელობისთვის 22 ქალი იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მსჯავრდადებული ამბობდა, რომ თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი როგორც მშობლების ოჯახში, ასევე ქორწინებაში. ნაწილს ჰყავდა გაჩენილი შვილი მეგობარი მამაკაცისგან ან ქმრისგან და არასასურველ ჩვილს მოსაკლავად იმეტებდნენ.
ყველაზე მეტად მახსოვს სოფელ მისაქციელში მომხდარი გახმაურებული შემთხვევა, როცა დედამ შეშით გაუპო თავი საკუთარ შვილს. ვინც იმხანად სასჯელს იხდიდა, მხოლოდ ის ერთადერთი დედა აღიარებდა, რომ მან მოკლა შვილი. ეს ქალი მიამბობდა, რომ ის ძალიან ცუდ პირობებში იზრდებოდა, ალკოჰოლიკ მშობლებთან, გამუდმებულ ცემა-ტყეპაში. სამი დედმამიშვილი იყვნენ. ამბობდა, ყოველთვის ვფიქრობდი, მე რომ შვილები მეყოლება, მათ არ ვცემო, მაგრამ ცემა კი არა, უარესი ჩავიდინე, საკუთარი შვილი მოვკალიო. როგორც ამბობდა, განზრახვით არ მოუკლავს, მაგრამ იმდენად მიჩვეული იყო მშობლების ოჯახში ცემა-ტყეპას, რომ შეშის ნაჭერი ესროლა ბავშვს და მოკლა. ის 16 წლის გაიქცა სახლიდან, სახლიც არ ერქვა იმას, სადაც ის ოჯახი ცხოვრობდა, ფარდულივით იყო...განაგრძეთ კითხვა