"18 წლის ვიყავი... კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა... ორ წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა... ხვდები, რომ სიფრიფანა გოგო, რომელსაც სიცოცხლე, მოძრაობა გიყვარს, უცებ ვეღარ მოძრაობ..." - ირმა ხეცურიანი - მშობლები

"18 წლის ვიყავი... კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა... ორ წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა... ხვდები, რომ სიფრიფანა გოგო, რომელსაც სიცოცხლე, მოძრაობა გიყვარს, უცებ ვეღარ მოძრაობ..." - ირმა ხეცურიანი

2026-03-06 10:32:17+04:00

პარასპორტსმენი, ირმა ხეცურიანი, "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრობს ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელმაც მისი მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია:

- მაშინ 18 წლის ვიყავი. კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, თუმცა სწრაფად ზრდადი იყო. გულ-მკერდის არეში იყო. იმდენად დიდი იყო და იმდენად დაგვიანებული იყო სხვა მანიპულაციების გაკეთება და ჩარევა, ოპერაციის შემდეგ, ჩემი შედეგი იყო ეტლი და პარაპლეგია. საბოლოო ჯამში, მამაჩემმა მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ის იყო საქართველოში. ჩუმად უთხრეს, ფეხზე ვერ გაივლის, მაგრამ იცოცხლებს და შენ გადაწყვიტეო. მამაჩემმაც გადაწყვიტა, რომ მეცოცხლა და უბრალოდ ფეხზე ვერ გამევლო.

146223689-4216790861682077-3898842181595200808-n-1772789702.jpg

2 წუთში ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. იმდენად მძიმედ განვიცადე... საშინლად აუტანელი შეგრძნებაა. ტკივილია, რომ ხვდები, ეს ჯანმრთელი ადამიანი, სიფრიფანა გოგო ხარ, სიცოცხლე, მოძრაობა გიყვარს, არ ჩერდები და უცებ ვეღარ მოძრაობ.

პარაოლიმპიელი მოფარიკავის, ირმა ხეცურიანის ცხოვრება სულის სიმტკიცის საოცარი მაგალითია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 7 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი მიიღო. უზრუნველი, შეძლებული ცხოვრება ერთი პურის და ელემენტარული საარსებო საშუალების მოპოვებისთვის საზრუნავმა ჩაანაცვლა.

როგორც თავადაც ისაუბრა, 18 წლის გახდა და მის ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყებოდა, მოულოდნელად ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა. იყო ნერვიულობა, ცრემლიც, მაგრამ არა - სასოწარკვეთა. მას საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ისწავლა უცხო ენები, ითამაშა 2 სპექტაკლში, გახდა მოფარიკავე და ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო პარამოფარიკავეთა შორის არის.