პოეტი ბელა ქებურია გადაცემაში "დიდი შესვენება" ახალგაზრდებში გავრცელებულ უარყოფით ჩვევაზე საუბრობს და ყველას მოუწოდებს, საკუთარ დედაზე გინება შეწყვიტონ:
- ბიჭებო, დედებზე ნუ შეიგინებით. არც გოგონებმა და არც ბიჭებმა... საკუთარ დედაზე გინება საშინელი სენია. არ მესმის, არ ჯდება, ვერანაირ ჩარჩოში, ვერანაირ ზნეობაში, ვერაფერში ვერ ჯდება რაღაც საზიზღრობა, საშინელი გამოთქმა. ყველაზე ცუდი რა არის, იცით? როგორ იყენებენ იცით? ყოველ წინადადებას აყოლებენ. ჩემმა ბიჭებმა მითხრეს, დედა ვიღაც გაგალახავს ქუჩაშიო. რომ შეიგინებს ბიჭი და არ მომწონს, შევხედავ და ვეუბნები: "ამინ გითხრა?" გაოცებულები მიყურებენ და ბოდიშს მიხდიან. საკუთარ დედებზე ვაფიცებ, რომ არ შეიგინონ და ამბობენ - "ვეცდებით". მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის გინება, თითქმის, არ გვქონდა, საკუთარ დედაზე კი არა, სხვის დედაზე შეგინებაა... მაპატიეთ, ბიჭებო, მაგრამ ეს დადედლების ნიშანია. რომ გაბრაზდები და სხვას ვერ შეაგინებ, გეშინია, პასუხი არ დაგიბრუნოს და საკუთარ დედაზე იგინები, მაგარი ხარ?! მაგარი ხარ კი არა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყველაზე ნაძირალა ადამიანი ხარ.