6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება - მშობლები

6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

2026-03-06 11:46:33+04:00

6 წლის მარიამ ჭოხონელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას გოგონას დედა ავრცელებს. ბავშვის დიაგნოზი აორტის სარქვლის სტენოზია. 6 წლის მარიამს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გულზე.

"ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი მსგავსი პოსტის ავტორი თუ გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრება ეს ის გზაა სადაც არავინ ვიცით რას გვიმზადებს ბედი. მეც იმ განადგურებული დედების რიგს შევემატე რომელთა შვილებსაც დახმარება ჭირდება.

ჩემი ოცნების შვილს მარიამს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია გულზე, რომელიც უნდა ჩატარდეს სტამბოლში მედიპოლის კლინიკაში. დღე მისდევს დღეს და ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი დამრჩენია რომ თქვენი თითოეული გადაზიარება თითოეული თეთრი ჩვენ შანს მოგვცემს სიცოცხლის გაგრძელების ძალიან მიძნელდება ამისი თხოვნა მაგრამ სხვა გზა არ დამრჩენია უფალი იყოს ყველას მფარველი" - წერს ბავშვის დედა.

საქართველოს ანგარიში GE34BG0000000101161013

თიბისი GE96TB7438645061100020

მიმღები დედა- თეონა ძაძამია