მონიკა ბელუჩი ულამაზესი და ძალიან წარმატებული ქალიშვილის, მოდელისა და მსახიობის დევა კასელის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს პარიზის მოდის კვირეულიდან, კონკრეტულად კი - დიორის ჩვენებიდან.


21 წლის დევა კასელი მოზარდობის ასაკიდან დგას პოდიუმზე და საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. ბევრი ამბობს, რომ მონიკასა და ვენსან კასელის უფროს ქალიშვილს საუკეთესო აქვს მშობლებისგან აღებული და მას კიდევ მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ხშირად ადარებენ ასევე მონიკას ახალგაზრდობაში, როცა ის პოპულარობის პიკში იყო.




კამათობენ კიდეც, დედა ჯობს თუ შვილი.




თავად მონიკა ძალიან ამაყობს ქალიშვილის წარმატებებით და მის ყოველ ახალ ნაბიჯს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჯერჯერობით ნაკლებად არის დაინტერესებული შოუბიზნესით და მშობლების გზით ვენსანის და მონიკას მეორე ქალიშვილი - ლეონი. ბოლო პერიოდამდე ის საჯაროდაც არ ჩნდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტიკ-ტოკზე დაიწყო ვიდეოების ატვირთვა და თაყვანისმცემლებიც გაიჩინა.
