ხმაური იყო თბილისის უროლოგიის ცენტრში.გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახის წევრები კლინიკის პერსონალს დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული.
გოგოს ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გარდაცვალება მედიკოსების დაუდევრობამ გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ 23 წლის ახალგაზრდა გეგმური ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა ცენტრში, ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა.
"გვითხრეს, არაფერია საშიში, ყველაფერი კარგად იქნებაო, შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს გვითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო და 4 საათზე დაგვირეკეს დამძიმდაო და გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი ბავშვი რომ ვნახე, რა მდგომარეობაში იყო. რანაირად ვერ დაინახეს ინფექცია. ვუთხარი, თუ ლაზერით საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავაკეთოთ-მეთქი, არაო. რატომ დაიღუპა ეს ბავშვი, თუ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. 23 წლის გოგონა თავისი ფეხით მოვიდა ოპერაციაზე და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი" - ამბობენ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები"ტვ პირველთან"საუბარში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.