თამაზ ლოხიშვილს სოციალური ქსელიდან ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. თავიდან მხიარული ვიდეოებით გააცნო თავი საზოგადოებას, მერე "პრაიმ ჰაუსში" გამოჩნდა, ბოლო პერიოდში კი გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მიჰყავს პოდკასტი "სარკასტიკა".
ამჯერად ბლოგერი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას ესტუმრა. ანონსიდან ვიგებთ, რომ თამაზი მისთვის საკმაოდ მტკივნეულ ამბებზე საუბრობს. ცნობილია, რომ ბლოგერს ბავშვობაში გარდაეცვალა ძმა. ორი წლის წინ კი მისი მეორე ძმა დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში.



თამაზას თქმით, ახლა უფრო ზრუნავს საკუთარ თავზე, დედის გამო.
"ორი წელი გახდება შემოდგომაზე [მეორე ძმის გარდაცვალებიდან]. არც მქონია იმის განცდა, რომ ვერ ჩამოვა... დედას გამო ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე ვუფრთხილდებოდი. განა იმიტომ, რომ ჩემი თავი მიყვარს, ისე არ მოხდეს, რომ მეც რაღაც დამემართოს..."