ქალი, რომელმაც ჯეფ ბეზოსს რამდენჯერმე უთხრა უარი... - ამბობენ, რომ მილიარდერი მისთვის კუნძულსაც კი ყიდულობდა - მშობლები

ქალი, რომელმაც ჯეფ ბეზოსს რამდენჯერმე უთხრა უარი... - ამბობენ, რომ მილიარდერი მისთვის კუნძულსაც კი ყიდულობდა

2026-03-06 23:34:18+04:00

მას მერე, რაც მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა თავის რჩეულზე - ლორენ სანჩესზე და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილიც შედგა, არ წყდება სოციალურ ქსელში საუბარი ქალზე, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო ლორენის ადგილას და რომელსაც ბეზოსის საოცნებო ქალს ეძახდნენ. ამბობენ, რომ ბეზოსმა სოფია ვერგარას რამდენჯერმე სთხოვა პარტნიორობა, თუმცა იმდენჯერვე თავაზიანი უარი მიიღო. ბეზოსი ხან მესიჯებს სწერდა, ხან პაემნებს აწყობდა საერთო ნაცნობების დახმარებით, ისიც კი შეუთვლია, კუნძულს გიყიდიო, მაგრამ მისი გული ვერ მოიგო. არადა, მაშინ სოფია უკვე თავისუფალი იყო - 2023 წელს დაიწყო მისი განქორწინების პროცესი ჯო მანგანიელოსთან. მაგრამ სოფია პრინციპული აღმოჩნდა და როგორც წერენ ხოლმე, ბეზოსს "არ მიეყიდა".

sofia-vergara-1772828005.jpg

საბოლოოდ კი ბეზოსმა სოფიას მსგავსი აღნაგობის ქალი იპოვა, იმავე სფეროდან - ტელევიზიიდან, და მასზე იქორწინა 2025 წელს. ქორწილში კი სოფიაც იყო დაპატიჟებული.

d2d47881650d4e949dc2bb79a15e228e-xl-1772827935.webp
ბეზოსი და ლორენ სანჩესი

gettyimages-2074893115-scaled-1-1772827935.webpsofia-vergara-rejects-jeff-bezos-rumor-fact-check-1772827935.jpg

კოლუმბიელი ვარსკვლავის დაბადება

სოფია ვერგარა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მოდელი. ის არის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ოთხგზის მფლობელი კომედიურ სერიალში შესრულებული როლისთვის და "ოქროს გლობუსის" ოთხგზის ნომინანტი, მინისერიალში, ტელესერიალში ან ტელეფილმში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. Forbes-ის თანახმად, ვერგარა 2018 და 2020 წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელემსახიობად დასახელდა.

მომავალი ვარსკვლავი, რომლის სრული სახელია სოფია მარგარიტა ვერგარა ვერგარა (ესპანურად: Sofía Margarita Vergara Vergara) 1972 წლის 10 ივლისს დაიბადა ბარანკილიაში, კოლუმბიაში.ღვთისმოსავ კათოლიკურ ოჯახში. მამას, ხულიო ენრიკე ვერგარა რობაიოს, საკუთარი ფერმაში ჰქონდა და საქონელი ჰყავდა, დედა, მარგარიტა დავილა დე ვერგარა, დიასახლისი გახლდათ. ხულიოს და მარგარიტას კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვერგარამ გადაწყვიტა, სამედიცინო განათლება მიეღო. სამი წლის განმავლობაში სტომატოლოგიას სწავლობდა, მაგრამ სწავლა ვერ დაასრულა - უნივერსიტეტი მიატოვა და შოუბიზნესში კარიერა აირჩია. შემთხვევითობამ მისი ბედი შეცვალა და დაეხმარა მას მოდელის კარიერის დაწყებაში: ერთხელ, სანაპიროზე სეირნობისას, სოფია პროფესიონალ ფოტოგრაფს შეხვდა, რომელმაც ულამაზეს გოგონას შესთავაზა, მოდელობაში ეცადა ძალები. დათანხმებამდე, სოფიამ მშობლების და მოძღვრის ნებართვა ითხოვა. მალევე დაიწყო ფოტოსესიები და სატელევიზო დებიუტი Pepsi-ს რეკლამაში შედგა. რეკლამა არა მხოლოდ კოლუმბიის, არამედ სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების ტელევიზიებშიც გადიოდა.

849725d468c918dec43b913993de0889-1772828514.jpg

c96cd5a50c3a43ceef96d7fd1f3842c0-1772828515.jpg29056201950-e825655f1b-z-1772828514.jpg

მოგვიანებით დედაქალაქში გადავიდა და რეკლამებში გამოჩენა განაგრძო. 20 წლის ასაკში ფერნანდო ფიორეს თანაწამყვანი გახდა სამოგზაურო გასართობ შოუში "Unusual", რამაც იგი ტელევარსკვლავად აქცია მთელ სამხრეთ ამერიკაში. ვერგარა ასევე იყო კომედიური შოუს „Are You Dare?“ კოლუმბიური ვერსიის თანაწამყვანი.

ახალგაზრდობაში ის კალენდრებისთვისაც პოზირებდა და ქალის ტანსაცმლის მოდელად მუშაობდა. ფოტოებზე ხშირად საცვლებით ჩნდებოდა და არ ერიდებოდა მკერდის დემონსტრირებას.

thumb-1772828515.jpgmshoblebi-2-1772828515.png

ამერიკა

1998 წელს ვერგარა შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მის ოჯახში ტრაგედია მოხდა - მისი უფროსი ძმა, რაფაელი, გამოსასყიდის მისაღებად გაიტაცეს და მოკლეს.

2000-იან წლებში სოფია წარმატებით ჩნდებოდა ამერიკულ თუ კოლუმბიურ ტელესერიალებში, შოუებში. 2009 წლიდან მონაწილეობს სიტკომში „თანამედროვე ოჯახი“. ამავე პერიოდიდან არის საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი ტელეწამყვანი.

imgpreview-2rloxho-1772829034.webp

2004 წელს დაიწყო საკუთარი დიზაინერული კოლექციის შექმნა და თითქმის 1500 თანამემამულე დაასაქმა. სოციალური საქმიანობისთვის, 2000 წელს იგი „წლის ქალად“ დასახელდა.

2013 წლის ივნისში მსახიობის ცვილის ფიგურა გამოჩნდა მადამ ტიუსოს მუზეუმში. 2015 წლის მაისში კი მან მიიღო საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

sofia-vergara-transformation-photos-from-young-to-now-1772828996.webp

1920x1080-1772829034.webp

sof28129-1772828996.webp

2012 წლიდან ის ამერიკულ ტელევიზიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. 2016 წელს მან 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2020 წელს სოფიამ ეს შედეგი გაიმეორა.

2020 წლიდან ის სატელევიზიო შოუს „ამერიკის ნიჭიერის“ ჟიურის წევრია.

პირადი ცხოვრება

18 წლის ასაკში სოფია ვერგარა დაქორწინდა ჯო გონსალესზე, რომელსაც სკოლაში ხვდებოდა.1992 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, მანოლო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ. სოფიამ ვაჟი მარტო გაზარდა, თუმცა ხშირად ამბობს, რომ ისინი ერთად გაიზარდნენ, რადგან თავადაც პატარა იყო. დედა-შვილი ძალიან მეგობრობს.

473426939-122197561760224964-8827357882270094956-n-1772829034.jpg473426543-122197561604224964-8035722977586358968-n-1772829034.jpg

მანოლო სოფიას კვალს არ გაჰყვა, არამედ ლათინოამერიკული სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწევა და კულინარიული ბიზნესი წამოიწყო. ცნობილი დედა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მანოლოს ბრენდის პოპულარიზაციას.

sofia-vergara-manolo-gonzalez-vergara-9-3a0ccb7e57c14bdeb8a6ffd17d3cdf99-1772828996.jpg
დედა-შვილი

2000 წელს მსახიობს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციისა და რადიოაქტიური იოდით თერაპიის წყალობით, დაავადება შემსუბუქდა და ჯანმრთელობაც აღიდგინა. მას შემდეგ ვერგარა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. მშობლიურ ქალაქში კიბოს ცენტრის მშენებლობაც დააფინანსა.

2012 წლის ზაფხულში ვერგარამ ამერიკელ ბიზნესმენ ნიკ ლოებთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ისინი ორი წლის შემდეგ დაშორდნენ. მოგვიანებით, ყოფილ საყვარლებს შორის დავაც კი წარმოიშვა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მიღებული და კალიფორნიის კლინიკაში გაყინული ემბრიონების გამო. ნიკმა გადაწყვიტა, რომ ემბრიონები სუროგაციის გზით გაეჩინა. ამ მიზნით, მან სარჩელი შეიტანა სოფიასთვის ემბრიონებზე უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით. რადგან საქმე სხვა შტატში განიხილებოდა, რომელსაც კალიფორნიაზე იურისდიქცია არ ჰქონდა, ლოებმა ვერ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება.

2014 წელს სოფიამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. იმავე გაზაფხულზე მან დაიწყო ურთიერთობა „ნამდვილი სისხლის“ ვარსკვლავ ჯო მანგანიელოსთან. ისინი ექვსი თვის შემდეგ დაინიშნენ და 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაქორწინდნენ. ქორწილი ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართა. ცერემონიას 400 სტუმარი დაესწრო, მაგრამ ეს ამბავი მედიისგან საიდუმლოდ შეინახეს - ყველა დამსწრემ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

72184659-2484960398413276-1763628886204317902-n-1772829034.webp

ქორწინების წლისთავზე ჯომ მეუღლეს უჩვეულო საჩუქარი აჩუქა - წიგნი, რომელიც თავად დაწერა. მასში მან მათი სიყვარულის ისტორია მოყვა. 2020 წელს წყვილმა დიდი ხნის ნანატრი ახალი სახლი შეიძინა- 26 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე კალიფორნიის პრესტიჟულ უბანში.

დიდი ხნის განმავლობაში წყვილი შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად ითვლებოდა.

f527b37c81d0cf3797914e149202-1772829034.webp

თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ. შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, მშვიდობიანად დაშორება გადაწყვიტეს.

წყვილთან დაახლოებულმა წყარომ ტაბლოიდებს განუცხადა, რომ უთანხმოება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც მათი პიროვნული განსხვავებებით იყო გამოწვეული. ისინი ცდილობდნენ ქორწინების გადარჩენას და კომპრომისზე წასვლას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.ვერგარამ მოგვიანებით აღიარა, რომ ქმარს შვილების გაჩენის სურვილის არქონის გამო დაშორდა. მას არ სურდა, „ხანდაზმული დედა“ გამხდარიყო, რამაც ჯოსთან უთანხმოება გამოიწვია.

2024 წლის გაზაფხულზე სოფიამ დაადასტურა ჭორები ქირურგ ჯასტინ სალიმანთან რომანის შესახებ. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯასტინმა მას მუხლის ოპერაცია გაუკეთა. თუმცა, შემოდგომისთვის წყვილის დაშორების შესახებაც გავრცელდა ცნობები.

saliman-1772829648.webp
სალიმანთან ერთად

ამჟამად მსახიობი სამუშაოსა და გართობას შორის ბალანსის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ზოგიერთ პროექტზე უარს ამბობს მოგზაურობის სასარგებლოდ. ცდილობს, ბევრი დადებითი ემოცია მიიღოს, ჩართულია კვლავ საქველმოქმედო საქმიანობაში და ოფიციალურად, მარტოა.

ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლის საიდუმლო ცხოვრება - მან ქმარი მილიარდერად აქცია, მერე უბრძოლველად დათმო, პლანეტის უმდიდრესი ქალი გახდა... და ახლა მილიარდებს ქველმოქმედებაში ხარჯავს, სანამ სეიფი არ დაიცლება...
როგორ გახდა 55 წლის, 3 შვილის დედა ლორენ სანჩესი მილიარდერის ცოლი, რომლის გამოც ბეზოსმა 26-წლიანი ოჯახი დაანგრია - მე ჯეფს ფულის ხარჯვა ვასწავლე...