მაკა ხიზანიშვილი საკუთარი გარდასახვის შესახებ საუბრობს და ვიდეოს აქვეყნებს კლინიკიდან - "ოპერაციიდან მე-11 დღე გავიდა, თავს გადასარევად ვგრძნობ" - მშობლები

მაკა ხიზანიშვილი საკუთარი გარდასახვის შესახებ საუბრობს და ვიდეოს აქვეყნებს კლინიკიდან - "ოპერაციიდან მე-11 დღე გავიდა, თავს გადასარევად ვგრძნობ"

2026-03-07 12:00:54+04:00

მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი და ფიტნესინსტრუქტორი, წარმატებული სპორტსმენი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიმაკა ხიზანიშვილი ასევე აქტიური ბლოგერია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. სოციალურ ქსელში გამუდმებით აზიარებს სიახლეებს. ამჯერად გამომწერებს გულახდილად უამბო, როგორ გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება - კონკრეტულად კი, სახის დაჭიმვა, რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს. ოპერაციის შესახებ დაწვრილებით უამბო საზოგადოებას და უკვე მე-11 დღის ფოტოც გამოაქვეყნა, როცა კვლავ მივიდა ივა კუზანოვთან კლინიკაში გასინჯვაზე. ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით და მალე სრულად ჩაუცხრება ოპერაციის შემდგომი კვალიც.

maka3-1772871452.png

იმაზე, თუ როგორ გახდა სპორტსმენი, მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში ვრცლად საუბრობდა:

- ბავშვობაში ჯირკვლები მაწუხებდა, ხშირად მქონდა სიცხე, ძალიან გამხდარი, უჭმელი ვიყავი და ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩემს მშობლებს ურჩიეს ცურვაზე მივეყვანე. ასეც მოიქცნენ და მართლაც, მადაც მომემატა, ჯირკვლებიც გამიქრა და ყველა პრობლემა 1 წელიწადში მოგვარდა. 14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ქალთა წყალბურთის გუნდი ჩამოყალიბდა. იქ ისე გადავედი, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. ქალი და წყალბურთი, "ცოტა ისეთი" თემა იყო და თან იმ დროს. ჩვენი გუნდის პირველი მოგებისა და წარმატების შესახებ გაზეთებში რომ დაიბეჭდა, სწორედ მაშინ გაიგეს, წყალბურთზე რომ დავდიოდი. თავიდან მეჩხუბნენ, მაგრამ შემდეგ იმდენი წარმატება გვქონდა, ჩემით ამაყობდნენ. 7 წლიდან დავდიოდი ცურვაზე, დავყავდით შეკრებებზე, შეჯიბრებებზე და დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე... 7-დან 14 წლამდე დავდიოდი ცურვაზე, პირველი თანრიგი მქონდა, წყალბურთი გუნდური სპორტია და ეს უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. 17 წლისამ "ლაგუნაზე" ცურვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

...ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე გასვლა აკრძალა. საქართველოში მარტო ჩვენი გუნდი იყო და ფაქტობრივად, ის ამ მიზეზით დაიშალა. ვერ წარმოვიდგენდი, ეს თუ მოხდებოდა. სხვა ქვეყნის გუნდებში მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ უარი ვთქვი. მერე დაიწყო გაჭირვების წლები... მოგვიანებით ბიზნესი დავიწყე, 13 წელი ქალისა და მამაკაცის თეთრეულის 6 მაღაზია მქონდა. მაღალი ხარისხის პროდუქცია შემომქონდა თურქეთიდან. პარლამენტარები, მსახიობები, სპორტსმენები თეთრეულს ჩემთან ყიდულობდნენ.

482057219-1176256954503564-7867518496261063774-n-1772871602.jpg

2010 წელს დავკეტე მაღაზიები, გავკოტრდი და დეპრესიაში ჩავვარდი. მეგობარმა მირჩია ვარჯიში დამეწყო. "ლაგუნაზე" ჩვენი წყალბურთის გუნდი შექმნა მწვრთნელმა ვოვა გოიაშვილმა, ის ამავდროულად იყო ამ აუზის დირექტორიც და იაფად გამიკეთა აბონემენტი. დავიწყე ფიტნესში ვარჯიში. იქ დაგვხვდა ტრენერი კარენა, რომელიც უკვე 10 წელია მავარჯიშებს და მისი დამსახურებაა წარმატებებს რომ მივაღწიე.

241791095-1445225552522693-5280232634391559067-n-1772871602.jpg485054345-1186614040134522-2357862008352819579-n-1772871602.jpg

ახლა ჩემთან რომ მოდიან სავარჯიშოდ და პარალელურად კვების სწორ რეჟიმს ვერ იცავენ, არც მიკვირს, რადგან ეს ყველაფერი თავად გავიარე. თავიდან არც ვფიქრობდი, რომ ფიტნესს სერიოზულად გავყვებოდი. 6 თვეში შევიცვალე, სხეულის ფორმებიც შემეცვალა. მერე რაღაც პრობლემების გამო ცოტა ხნით შევწყვიტე ვარჯიში და როცა გავაგრძელე, უკვე ჩემს ტრენერთან ერთად დავიწყე მუშაობა ფიტნესინსტრუქტორად.

495965933-1234495472013045-4340244801957743648-n-1772871602.jpg

გარეგნობაზე გაკეთებულ კომენტარებზე დიდი რეაქცია არ მქონია. ქუჩაში რომ გავდიოდი და მესმოდა: "ქალია თუ კაცია?" "ცოტა ისეთი" იყო, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. რადგან გადავწყვიტე, ამ გზას გავყოლოდი, ფსიქოლოგიურად თავიდანვე მზად ვიყავი ამისთვის. ჩემს შვილსაც არ უნდოდა, შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი, მაგრამ მერე შეეგუა.

616341082-1460640402731883-3839190649161439771-n-1772871603.jpg

დედას გამო, ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ვიდრე აქამდე...- თამაზ ლოხიშვილი ძმების გარდაცვალების ტკივილზე