ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამარტავს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდანვე ბინებრივ გარემოში აღზრდას ალერგიის პრევენციის თვალსაზრისით.
"რაც მეტად ვშორდებით ბუნებრივობას, მით მეტი პრობლემები გვემართება ჯანმრთელობასთან. რაც უფრო ადრეული ასაკიდან არის ექსპოზიცია სხეულზე, სანამ იმუნური ისიტემა ძლიერი არ არის, აცრასავით მოქმედებს ბავშვობიდან რომ ცხოველის გვერდით ხარ, ბალახთან ხარ, ტალახის გვერდით ხარ. ამ ყველაფერს რომ მოზრდილ ასაკში მოინდიმებ, უკვე ვეღარ ყალიბდება იმუნური სისტემა. რა თქმა უნდა, ალერგიული დაავადებები ურბანულ სივრცეში მეტია, ვიდრე სოფლად. ბოლომდე უარს ვერ ვიტყვთ ჩვენი ცხოვრების წესზე დ ურბანულ გარემოზე, მაგრამ სიმწვანეზე მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს. ჩემს პაციენტებს სულ ვეუბნები, არ გვინდა პატივისცემა იყოს თქვენი შვილების დაბადების დღეების გადახდა სადღაც პლასტმასის ბურთებში ჩაფლული ბავშვების ფოტოებით, მინდა, რომ მინდორში წაიყვანით, ტალახში წაიყვანოთ, ამით ვცეთ პატივი ბავშვებს. ბევრი აცნობიერებს, რომ ქალაქი და ურბანული გარემო ალერგიის განწყობას უფრო ზრდის", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.