ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ბლოგერი ეკა კვირკველია, ქალთა დღესთან დაკავშირებით, მშობიარობის პოზებთან დაკავშირებით აქვეყნებს პოსტს:
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია/American College of Obstetricians & Gynecologists - ACOGმშობიარობის დროს მოძრაობის და პოზიციის არჩევის თავისუფლებას უჭერს მხარს, იმიტომ რომ მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რამდენიმე პოზა აუმჯობესებს გამოსავალს - სტანდარტულად ზურგზე წოლისას მშობიარობისგან განსხვავებით.

მტკიცებულებებზე დაყრდნობილი სამშობიარო პოზიციები (წყარო: ACOG და კვლევები) ACOG გვეუბნება, რომ არ არსებობს რომელიმე პოზიცია, რომელშიც სავალდებულოა მშობიარობა და ქალი უნდა იყოს მხარდაჭერილი, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ პოზაში სურს ბავშვის გაჩენა - რომელიც მისთვის ყველაზე მეტად არის კომფორტული, განსაკუთრებით ფეხზე დამგარი და გვერდულად მწოლიარე/ლატერალური პოზიციები, მოდით ჩავშალოთ.
პოზიციები, რომლებიც არ არის იდეალური - ზურგზე მწოლიარე/Supine: პრობლემები: ქვემო ღრუ ვენაზე კომპრესია; შემცირებული უტერო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევა; შემცირებული მენჯის გამოსავლის დიამეტრი; უფრო რთული გაჭინთვის მექანიზმები.
ლითოტომიური პოზა არის ზურგზე წოლისას მოხრილი და გაშლილი ფეხები დაწყობილი სატერფულებზე (გინეკოლოგიური გასინჯვის სკამზე როგორც წვებით).
და მაინც რატომ?
მიზეზების უმეტესობა პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარეობს (ექიმზე-ცენტრირებული):
1. ექიმი უკეთ ხედავს პროცესს - ექიმი იოლად ხედავს შორისს და ნაყოფის თავს.
2. ადვილია ოპერაციული მშობიარობისთვის: ვაკუუმი, მაშები, ეპიზიოტომია.
3. მონიტორინგის აღჭურვილობა: ნაყოფის გულისცემის მუდმივი მონიტორინგი ხელს უშლის მოძრაობას (თუმცა ნაყოფის მონიტორი შესაძლებელია დაფიქსირდეს ქამრით წელზე).
4. ეპიდურული ანესთეზია: ფეხებში მგრძნობელობის შემცირება სხვა პოზიციებში მშობიარობას ართულებს - რაც მაგალითად ფეხზე დგომას ან მოხრას და მათზე დაყრდნობას მოითხოვს.
5. ტრადიციული ტრენინგი: თანამედროვე მეანები განვითარდნენ ექიმის მიერ კონტროლირებული მშობიარობის კუთხით და არა ფიზიოლოგიური მშობიარობის მხრივ.
6. საოპერაციო ოთახის მზადყოფნა - თუ გადაუდებელი საკეისრო კვეთა გახდება საჭირო, ზურგზე მწოლიარე პაციენტი უკვე საჭირო პოზიციაში წევს საოპერაციოს მაგიდაზე გადასაყვანად.
ACOG-ის გაიდლაინი რეკომენდაციას იძლევა, რომ მივცეთ ქალებს უფლება თავისუფლად იმოძრაონ მშობიარობის დროს, თავი აარიდონ ზურგზე მწოლიარე პოზიციების ხანგრძლივად გამოყენებას, ექიმებმა მხარი დავუჭიროთ პაციენტის სასურველ პოზიციას ჭინთვებისთვის.
რატომ დავიწყეთ ქალებმა ზურგზე წოლის პოზიციაში მშბიარობა? ეს ჩვენით გადავწყვიტეთ?
მე-17 საუკუნეში საფრანგეთში ლუი მე-14-ს მშობიარობაზე დაკვირვება უყვარდა, ტრადიციულად ევროპაში არ მშობიარობდნენ ზურგზე მწოლიარე პოზიციაში, არამედ მშობიარობდნენ ჩაბუქნული, მუხლებზე ან სამშობიარო სკამებზე ისხდნენ (ხოლო მათ მშობიარობაში ქალი მეანები ეხმარებოდნენ). იმისთვის, რომ მეფეს და ექიმებს გაადვილებოდათ მშობიარობის ყურება, ქალების ზურგზე პოზიციონირება დაიწყეს, რაც ექიმებმა ნელ-ნელა შეისისიხლხორცეს და ახალ ტრადიციად აქციეს, რადგან ასე უადვილდებოდათ ხილვადობა და მიდგომის საშუალება. ეს ნაწილობრივ ანეკდოტური და ზედმეტად გამარტივებული ახსნაა, ნამდვილი ცვლილება გამოიწვია: კაცი მეანების გაჩენამ (წარსულში მეანების უმეტესობა ქალი იყო - ბებია ქალი), მაშების განვითარებამ, ჰოსპიტალში მშობიარობამ ჩაანაცვლა სახლში მშობიარობა.ლუიმ გავლენა მოახდინა ტრენდზე, მაგრამ მხოლოდ მისი დამსახურება არაა, რომ ქალების უმეტესობა დღეს ზურგზე მწოლიარე მშობიარობს.
წყარო: ACOG Opinion No 766, title "Approaches to limit intervention during labor and birth".
გილოცავთ ქალთა დღეს და გისურვებთ რომ მიგეღოთ ბევრი სწორი ინფორმაცია თქვენს სხეულზე რადგან უფრო მეტი გააზრებული გადაწყვეტილება მიგეღოთ თქვენს სხეულზე, იცნობდეთ მას და უკეთ ხვდებოდეთ თუ ნამდვილად რა გსურთ თქვენ და არა რა სურთ თქვენთვის საზოგადოებას".