16 წლის ირანელი გოგონას ტრაგიკული ამბავი, რომელმაც გაბედა და მოსამართლეს ფეხსაცმელი ესროლა- ის საჯაროდ ჩამოახრჩვეს - მშობლები

16 წლის ირანელი გოგონას ტრაგიკული ამბავი, რომელმაც გაბედა და მოსამართლეს ფეხსაცმელი ესროლა - ის საჯაროდ ჩამოახრჩვეს

2026-03-08 18:10:57+04:00

ირანი და ირანელი ხალხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მედიაში ირანში სხვადასხვა დროს მომხდარ განსაკუთრებულად ხმაურიან ისტორიებსაც იხსენებენ. ერთ-ერთია ატეფე რაჯაბი საჰალეჰის ისტორია.

ირანის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი საქმე, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, 2004 წელს 16 წლის გოგონას, ატეფე რაჯაბი საჰალეჰის ისტორიას უკავშირდება. ახალგაზრდა გოგონა ირანის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ნეკაში ცხოვრობდა. ირანის სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა და სასჯელი საჯაროდ აღასრულეს.

ატეფეს ისტორია განსაკუთრებით მტკივნეული გახდა იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანი იყო და მისი საქმე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მაგალითად მიიჩნიეს.

ვინ იყო ატეფე რაჯაბი საჰალეჰი

ატეფე რაჯაბი საჰალეჰი 1988 წელს ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ნეკაში დაიბადა. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. დედა ადრეულ ასაკში დაკარგა, ხოლო ოჯახში არსებული პრობლემების გამო მოზარდობის წლები სტაბილურ გარემოში არ გაუტარებია.

თინეიჯერობის პერიოდში ატეფე რამდენჯერმე მოხვდა პოლიციის ყურადღების ცენტრში. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მას ბრალად ედებოდა „მორალური დანაშაული“ — ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა. ირანის კანონმდებლობით ეს ქმედება მძიმე დანაშაულად ითვლება.

გოგონა რამდენჯერმე დააკავეს იმავე ბრალდებით. ზოგი წყაროს მიხედვით, იგი დააკავეს ქუჩაში მამაკაცთან ერთად ყოფნის გამო. უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ ატეფე შესაძლოა თავად ყოფილიყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და რთულ გარემოში ცხოვრობდა, თუმცა ეს გარემოებები სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა.

0039a17d648031d09a2afb038f585dc1-1772980288.avif

ატეფე რამდენჯერმე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს მასალებში აღნიშნული იყო, რომ გოგონა მონაწილეობდა ისეთ ქცევებში, რომლებიც ირანის შარიათის კანონით დანაშაულად ითვლებოდა. თუმცა უფლებადამცველები მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო და გოგონა შესაძლოა თავად ყოფილიყო ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი.

სასამართლო პროცესი და ტრაგიკული დასასრული

2004 წელს ატეფეს საქმე კვლავ სასამართლოში განიხილეს. პროცესის დროს, როგორც რამდენიმე წყარო აღწერს, გოგონა ემოციურად რეაგირებდა და მოსამართლესთან კამათიც მოუვიდა. ერთ მომენტში მან ფეხსაცმელი გაიხადა და მოსამართლეს ესროლა. ირანში ეს ქმედება განსაკუთრებულ შეურაცხყოფად ითვლება.

ატეფე რაჯაბი საჰალეჰის საქმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი სწორედ ფეხსაცმლის სროლაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ სცენის დეტალები სრულად და ერთნაირად არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის აღწერილი. ინფორმაცია ძირითადად მოდის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ანგარიშებიდან და ჟურნალისტური წყაროებიდან, ამიტომ გარკვეულ დეტალებში განსხვავებებიც არსებობს.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, სასამართლო პროცესის დროს ატეფე ძალიან ემოციურ მდგომარეობაში იყო. მას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა მოსმენილი ერთი და იგივე ბრალდებები „მორალური დანაშაულის“ შესახებ. პროცესზე, როგორც აღწერენ, გოგონა ხმამაღლა ამტკიცებდა, რომ უსამართლოდ სჯიდნენ და რომ მისი მდგომარეობა არ იყო ისეთი, როგორსაც სასამართლო წარმოაჩენდა.

მოსამართლემ მას მკაცრი შენიშვნები მისცა და გაჩუმება მოსთხოვა. სწორედ ამ დროს ატეფე თითქოს მოულოდნელად გაბრაზდა, გაიხადა ფეხსაცმელი და მოსამართლეს ესროლა. ირანის კულტურაში ფეხსაცმლის სროლა ძალიან მძიმე შეურაცხყოფად ითვლება, ამიტომ ეს ჟესტის სასამართლომ განსაკუთრებით მკაცრად იძია შური.

sahalehi1-1772980671.jpg

ადამიანის უფლებათა დამცველების ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, გოგონა სასამართლოში საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა და ხმამაღლა კამათობდა მოსამართლესთან. ისინი ასევე წერენ, რომ ატეფე შესაძლოა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და სწორედ ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია ასეთი ქმედება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც. სასამართლოს სხდომაზე ატეფე განსაკუთრებით აღშფოთდა მოსამართლის სიტყვებით, რომელიც მის მიმართ შეურაცხმყოფელად მიიჩნია. ამის შემდეგ მან ფეხსაცმელი ესროლა, რაც ფაქტობრივად სასამართლოს უპატივცემულობად შეფასდა.

ზუსტად რა სიტყვები ან სიტუაცია გახდა ამ რეაქციის უშუალო მიზეზი, დოკუმენტურად დაფიქსირებული არ არის, რადგან პროცესის სრული ჩანაწერი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ამიტომ ისტორიის ეს ნაწილი გარკვეულწილად ბუნდოვანი რჩება.

თუმცა ფაქტია, რომ ამ ინციდენტმა სასამართლოს ატმოსფერო კიდევ უფრო დაძაბა. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება დაამძიმა. ატეფეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იმავე წლის აგვისტოში სასჯელი საჯაროდ აღასრულეს ქალაქის მოედანზე.

გოგონა ჩამოახრჩვეს იმავე მოსამართლის ბრძანებით, რომელმაც მისი საქმე განიხილა. გავრცელებული ცნობებით, სასჯელის აღსრულებამდე ატეფე ჯერ კიდევ ამტკიცებდა, რომ უსამართლოდ სჯიდნენ.

ატეფე რაჯაბი საჰალეჰის საქმეში კიდევ რამდენიმე დეტალია, რომლებიც ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ანგარიშებშია ნახსენები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება იმ მამაკაცს, ვისთან ურთიერთობისთვისაც ატეფე გაასამართლეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გოგონა დააკავეს მამაკაცთან ერთად „უკანონო სექსუალური ურთიერთობის“ ბრალდებით. ეს კაცი ატეფეზე ბევრად უფროსი იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ მამაკაცთან ურთიერთობის გამო დაიჭირეს ორივე.

თუმცა პროცესის შედეგად მძიმე სასჯელი პრაქტიკულად მხოლოდ ატეფეს შეეხო. ზლმამაკაცი შედარებით მსუბუქად დაისაჯა — მას შესაძლოა მხოლოდ საჯარო გამათრახება ან სხვა სასჯელი დაეკისრა. სწორედ ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანის უფლებათა დამცველებმა საქმე განსაკუთრებით უსამართლოდ მიიჩნიეს.

კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი დეტალი ატეფეს ასაკს უკავშირდება. ოფიციალურ დოკუმენტებში თავიდან მისი ასაკი 22 წელი იყოს. მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სინამდვილეში გოგონა 16 წლის იყო. არსებობს ვარაუდიც, რომ სასამართლოში ასაკი სპეციალურად არასწორად მიუთითეს, რადგან ირანში არასრულწლოვნის სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით დიდი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება.

ასევე ხშირად წერენ, რომ ატეფე სასამართლოში ძალიან აგრესიულად იცავდა თავს. ის ხმამაღლა კამათობდა მოსამართლესთან და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსამართლო იყო. სწორედ ამ დაძაბული კამათის დროს მოხდა ფეხსაცმლის სროლის ინციდენტიც.

საერთაშორისო რეაქცია

მისმა სიკვდილმა საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია.ატეფე რაჯაბი საჰალეჰის ისტორიას დღემდე ხშირად იხსენებენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ადამიანის ცხოვრება მძიმე სოციალურ გარემოში, სამართლებრივი სისტემის მკაცრი წესების და დაუცველი მდგომარეობის პირობებში. მისი სახელი ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიებშიც ხშირად ფიგურირებს, როგორც სიმბოლო არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლისა.