გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - "რა არ გაქვთ? ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს..." (ვიდეო) - მშობლები

გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - "რა არ გაქვთ? ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს..." (ვიდეო)

2026-03-08 21:19:41+04:00

ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ამჯერად მან სარვამარტო საჩუქრისთვის დაიბარა ვაჟი მათე და მისი ცოლი - მოდელი სალომე სალაყაია, რომ სარვამარტო საჩუქარი გადაეცა.

როგორც ცნობილია, შვილის ნიშნობა მან დედის საფლავზე მოაწყო.

"დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე", - ასე დაასათაურა მან მაშინ ნიშნობის დღე დაიქვე აჩუქა რძალს რამდენიმე ძვირფასი ბეჭედი, მათ შორის - ოჯახური რელიკვია, შემდეგ კი ძვირად ღირებული "პორშეც" გადასცა (იხილეთ ვიდეო).

საახალწლოდაც ჩაწერა ლაივი, თუ როგორ აჩუქა მოდელ რძალს და შვილიშვილებს ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები (იხილეთ ვიდეო), მისივე ინიციალებით. მისი თქმით, ციხეში ყოფნისას გაიცნო ოქრომჭედლები, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ოქროთი დაამზადებინა ეს ძვირფასეულობა.მან სხვა საჩუქრებიც გადასცა შეკრებილებს, მათ შორის იყო "აიფონ 17", წლობით ყულაბაში ნაგროვები თანხა და ა.შ.
- რასაც ახლა მე ვაკეთებ, სურვილი მაქვს, ყველას ბაბუამ გაუკეთოს თავის შვილიშვილებს მთელ საქართველოში. ყველას ჰქონოდეს საშუალება, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ამჯერად კი რძალს და შვილს უთხრა, რომ მათ არაფერი აკლიათ, ყველაფერი აქვთ, ამიტომ გადაწყვიტა, ისეთი რამ ეჩუქებინა, მათ ისტორიას დარჩენოდა და სიურპრიზმაც გაამართლა - სალომე ვერ მალავდა გაოცებას. მოდელ რძალს მამამთილმა საჩუქრად მისი პორტრეტი მიართვა, ქუთაისელი მხატვრების მიერ შესრულებული, სალომეს ფოტოდან.
649221442-18568849393065188-3557531386872046111-n-1772991189..jpg648639738-18568848409065188-2026141399908898697-n-1772991189..jpg
647523135-18568866094065188-6070082136731539996-n-1772991188..jpg
გელა ბარკალაიამ მოდელ რძალს და შვილიშვილებს ოქროს სამკაულები აჩუქა, თავისი ინიციალებით - ბიზნესმენმა შვილიშვილები და რძალი საჯაროდ დაასაჩუქრა (ვიდეო)
ნიშნობა საფლავზე - გელა ბარკალაიამ დედამისის საფლავზე გადაუხადა შვილს ნიშნობა და რძალს ძვირფასი სამკაულები და პორშეც იქვე გადასცა (ვიდეო)