ჩვეულებრივ, 13 წლის ასაკში ბავშვები მხოლოდ მეშვიდე კლასში სწავლობენ. თუმცა ალისა ტეპლიაკოვას ისტორია განსხვავებულია. 13 წლის ალისამ არა მხოლოდ სკოლა დაამთავრა, არამედ უკვე მიიღო მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის დიპლომიც აიღო. ინფორმაცია ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა დაადასტურა.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 წლის ალისა ტეპლიაკოვამ წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი. დიპლომის მისაღებად მან გამოცდებიც ჩააბარა და სადიპლომო ნაშრომიც დაიცვა. გოგონა პროგრამაზე „ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური განათლება“ სწავლობდა.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ფედერალური საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით სპეციალობა „ფსიქოლოგია“ მხოლოდ დასწრებული ან ნაწილობრივ დასწრებული ფორმით ისწავლება. ალისა კი სწავლობდა დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუსწრებელ ფორმატში, რაც სტუდენტის აუდიტორიაში ფიზიკურ ყოფნას არ ითვალისწინებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2024 წლის მარტიდან ალისამ სწავლა დაჩქარებული პროგრამით და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გააგრძელა.
რადგან მას არ ჰქონდა აკადემიური დავალიანებები და ყველა დავალებას დროულად ასრულებდა, მისი შეფასებები უმეტესად „კარგი“ და „ძალიან კარგი“ იყო. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ გოგონა შეიძლება სამაგალითო სტუდენტადაც ჩაითვალოს.

ალისა ტეპლიაკოვა მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. მის მშობლებს — ევგენი და ნატალია ტეპლიაკოვებს — ცხრა შვილი ჰყავთ.
ალისას გარდა ოჯახში არიან: ჰეიმდალი, ლეია, ტერა, აილუნგი, ფეილუნგი, თესეი, სულეიმანი და ალრიკ ფინისტ ოლრიონი. უფროსი ძმა ჰეიმდალმაც სკოლა ადრე დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.
2024 წელს, ოჯახის უმცროსი შვილის დაბადების შემდეგ, ტეპლიაკოვებმა სახელმწიფოსგან საცხოვრებლის შესაძენად დაახლოებით 26,7 მილიონი რუბლის სუბსიდია მიიღეს.

ალისას მამა, ევგენი ტეპლიაკოვი, ადრე აცხადებდა, რომ შექმნა ბავშვების სწავლების საკუთარი მეთოდიკა, რომელსაც საკუთარ შვილებზე იყენებს. მისი პირველი „ექსპერიმენტი“ სწორედ ალისა გახდა.
იმ დროს, როდესაც გოგონამ სკოლა ექსტერნად დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას ცდილობდა, ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთი სწრაფი განათლება რეალურად შესაძლებელი იყო. თუმცა ალისამ შეძლო და მამის თეორიის ეფექტიანობა გარკვეულწილად დაამტკიცა.
თუმცა ტეპლიაკოვების მეთოდიკა ხშირად კრიტიკის საგანიც ხდება. ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ისეთი მასალის დაჩქარებულად სწავლა, რომელსაც ბავშვები ჩვეულებრივ 10 წლის განმავლობაში გადიან, შესაძლოა ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახოს.
ევგენი ტეპლიაკოვი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი სხვა შვილებიც სწორედ ამ სპეციალური მეთოდით ისწავლიან.
ამ დროისთვის არც ალისას მშობლებს და არც თავად გოგონას უნივერსიტეტის დასრულებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ალისას დედა მატემატიკოსია, მაგისტრის ხარისხი კი ფინანსებში მიიღო, მამას კი დიპლომები აქვს ფსიქოლოგიაში, გამოთვლით მათემატიკასა და კიბერნეტიკაში, სამეცნიერო ხარისხი კი მოლოეკულურ ბიოლოგიაში.
რაც ყველაზე უცნაურია, მშობლების არ მიაჩნიათ, რომ ბავშვები ვუნდერკინდები არიან და განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.
„ჩვენი შვილები გენიოსები ნამდვილად არ არიან, ეს შედეგები სრულიად ნორმალურია, თუ ბავშვს სწორად განავითარებთ და ბავშვობას არ წაართმევთ. დღეში დაახლოებით, 5 საათს ვმეცადინეობთ. ეს სკოლაზე ნაკლებ დროს მოითხოვს, გზაში დრო არ ეკარგებათ, პროცესი არ არის „ზარზე“ დამოკიდებული და გინდა ადრე შეწყვეტ, გინდა - გააგრძელებ, დაცულები არიან სასკოლო ბულინგისგან“ - ამბობს ბავშვების მამა, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავარი ცოდნის მიღებაა და „სოციალიზაციას ბავშვი ყოველთვის მოასწრებს“.

ეტყობა ასეთმა მიდგომამაც განაპირობა, რომ ალისას სოციალიზაცია ძალიან უჭირს და სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში მისმა ჯგუფელებმა მოითხოვეს, ტეპლიაკოვა სხვა ჯგუფში გადაიყვანეთო.
ალისას შემდეგ ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი მისი ძმა ჰეიმდალია. იგი ალისაზე რამდენიმე წლით უმცროსია და დაახლოებით 11 წლისაა. ჰეიმდალმაც ძალიან ადრე დაამთავრა სკოლის პროგრამა და უნივერსიტეტში ჩაბარება სცადა. ცნობილია, რომ ისიც სწავლობს უნივერსიტეტის დონეზე პროგრამას, თუმცა ოჯახი ხშირად არ ასაჯაროებს ზუსტ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტში ან რა ფორმატში მიმდინარეობს სწავლა.
ოჯახში კიდევ ერთი ბავშვია ლეია, რომელიც დაახლოებით 10 წლისაა. მანაც ძალიან ადრე დაასრულა სკოლის პროგრამა და უნივერსიტეტში ჩაბარებას ცდილობდა. ტეპლიაკოვების თქმით, ის უკვე სწავლობს უმაღლესი განათლების პროგრამას, თუმცა დეტალები აქაც იშვიათად ვრცელდება.
მათი კიდევ ერთი და, ტერა, დაახლოებით 9 წლისაა. ცნობილია, რომ მან სკოლის პროგრამა ძალიან სწრაფად გაიარა და რამდენიმე წლის წინ უკვე გამოცდებს აბარებდა, რათა უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო. მედიის ინფორმაციით, ამ ასაკში იგი უკვე უნივერსიტეტში ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა ყველა უნივერსიტეტი მზად არ იყო ასეთი პატარა ასაკის სტუდენტის მისაღებად.
ოჯახში ასევე არიან სხვა ბავშვებიც — აილუნგი, ფეილუნგი, თესეი და სულეიმანი. ისინი ჯერ უფრო პატარები არიან, მაგრამ მშობლების თქმით, უკვე სწავლობენ დაჩქარებული პროგრამით სახლში. ტეპლიაკოვი ამბობს, რომ ყველა შვილს იგივე საგანმანათლებლო მეთოდით ასწავლის და მომავალში ისინიც ძალიან ადრე დაამთავრებენ სკოლას.