საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში OLYINFO, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით მოსწავლე ერთიან ციფრულ სივრცეში გააერთიანა.
ოლიმპიადის დასკვნითი ტური 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. 3000-მდე რეგისტრირებული მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე გადასვლა 340-მა მოსწავლემ შეძლო და საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზა.
ფინალში მონაწილეები ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდნენ: 3–4 კლასები – 80 მონაწილე; 5–6 კლასები – 80 მონაწილე; 7–8 კლასები – 87 მონაწილე; 9–12 კლასები – 93 მონაწილე.
OLYINFO-მ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. ფინალისტთა 58% თბილისიდან იყო, ხოლო რეგიონებიდან აქტიური მონაწილეობა დაფიქსირდა 42% - ის ჩართულობით.
მონაწილეთა 72% საჯარო სკოლებიდან იყო, 28% - კერძო სკოლებიდან, რაც მიუთითებს, რომ ოლიმპიადა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცისთვის. ფინალისტთა დაახლოებით 60% ბიჭები იყვნენ, 40% - გოგოები.
ფინალური ტურის შედეგად 340 მონაწილიდან 40+ გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში I, II და III ადგილოსნებს გადაეცათ დიპლომები, სპეციალური პრიზები და ჯილდოები, რომლებიც ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდამჭერმა კომპანიებმა სპეციალურად OLYINFO-სთვის დააწესეს. გამარჯვებულთა სია:
3-4 კლასი
5-6 კლასი
7-8 კლასი
9-12 კლასი
ჰაბის გენერალური მხარდამჭერის თიბისი ბანკისგან თითოეული ფინალისტი დასკვნით ტურში მოხვედრისთვის სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ხოლო ჰაბის ფარგლებში OLYINFO გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ მხარდამჭერი კომპანიებისგან: PC Shop, ბიბლუსი, ტენე, EPAM, GAIA, რომელთაც დააწესეს სპეციალური პრიზები როგორიცაა ინოვაციური და ტექნოლოგიური საჩუქრები; სასწავლო კურსებზე მონაწილეობის შესაძლებლობა; ლიცენზირებულ AI პროგრამებზე წვდომა და სხვა.
OLYINFO საქართველოს მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოლიმპიადა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოსცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
OLYINFO-ს მთავარი პრიორიტეტი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის მომზადებაა. ოლიმპიადაში მონაწილეობით სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ეძლევათ ერთიან ციფრულ სივრცეში წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და პოტენციალი ინფორმატიკის მიმართულებით.
OLYINFO ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში გაიმართა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, Epam, ICT ასოციაცია, Lineate და დეველოპერული კომპანია Blox.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაა ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენა, განვითარება და გრძელვადიანი მხარდაჭერა.
R