9 მარტს, „ბარბის“ დაბადების დღეზე „პეპელაში“ ბრენდის სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ - მშობლები

9 მარტს, „ბარბის“ დაბადების დღეზე „პეპელაში“ ბრენდის სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

2026-03-09 14:09:33+04:00

დღეს, „ბარბის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით „პეპელამ“ სიურპრიზი მოგიმზადათ და ბრენდის სრულ ასორტიმენტზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ.

„პეპელა“ საქართველოში Mattel-ის, „ბარბის“ მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია და მაღაზიის პატარა სტუმრებს მუდმივად განახლებულ კოლექციებს სთავაზობს.

„ბარბი“ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოა - ყოველ 3 წუთში 1 თოჯინა იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ შეიქმნა „ბარბი“?

კომპანია Mattel-ი 1945 წელს ამერიკელმა ანტრეპრენერმა რუთ ჰენდლერმა დააფუძნა. თოჯინას შექმნის იდეა კი თავისმა ქალიშვილმა, ბარბარამ შთააგონა. რუთმა შეამჩნია, რომ გოგონა ქმნიდა ქაღალდის თოჯინებს, რომლებიც რეალურ ადამიანებს ჰგავდნენ. ამგვარად, რუთმა გადაწყვიტა, რეალური თოჯინა დაემზადებინა, რომელსაც ბარბარას შემოკლებული სახელი - ბარბი დაარქვა.

ბარბი სწრაფად აიტაცეს ბავშვებმა, ის ყველას საყვარელ სათამაშოდ იქცა. კომპანია ვერ ასწრებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან მაღაზიის დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა.

ბარბის გავლენა სათამაშოების ბაზარზე ახლაც უკონკურენტოა: ბარბი არ არის მხოლოდ თოჯინა, ის უკვე მთელი სამყაროა, რომელიც მოიცავს აქსესუარებს, ტანსაცმელს, მულტფილმებს, თამაშებსა და მრავალ სხვა მიმართულებას.

თოჯინის გაყიდვები არასდროს შემცირებულა, თუმცა პიკს მიაღწია 2023 წელსაც, როცა გრეტა გერვიგის ფილმის, „ბარბის“ პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

ფორბსის2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ სათამაშო ბარბის გაყიდვები 14%-ით გაიზარდა. სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა საქართველოშიცმ „პეპელასა“ და „XS სათამაშოების“ ქსელში.

ესტუმრეთ „პეპელას“ ქსელს 9 მარტს და აღნიშნეთ „ბარბის“ დაბადების დღე თქვენს პატარებთან ერთად!

გაეცანით ბარბის კოლექციას ონლაინ.

R