ყოველი წლის 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს, ისევ ვსვამთ კითხვას, რა სჭირდებათ ქალებს შესაძლებლობების ეპოქაში, როცა თითქოს ყველაფერი ხელმისაწვდომია?
პასუხი კი არის მეტი თანასწორობა, რომელიც მოიაზრებს შრომისა და მემკვიდრეობის თანაბრად გადანაწილებას ოჯახში, თანაბარ ანაზღაურებასა და დაწინაურების შესაძლებლობებს სამსახურში, გენდერის ნიშნით შევიწროებისგან გათავისუფლებას, და სხვა შესაძლებლობებს, რაც ქალებს კვლავ აკლიათ.
დიახ, შესაძლებლობების ეპოქაში ქალები კვლავ იბრძვიან მეტი ჩართულობისთვის პოლიტიკაში, იბრძვიან, რომ პროფესიები არ იყოფოდეს გენდერული ნიშნით, რომ მათი აზრი გაითვალისწინონ, იყვნენ სტერეოტიპებისგან თავისუფლები, რეალიზებულები და ბოლომდე ჩართულები ოჯახურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
8 მარტისთვის PSP-ს კამპანიის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის - ქალების საჭიროებები არ არის მხოლოდ მატერიალური და რეალურად, კვლავ თანასწორობის საკითხი დგას დღის წესრიგში.
კრეატიული სააგენტოს, Playmakers-ის მიერ PSP-სთვის მომზადებულ ემოციურ ვიდეოში სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე რესპონდენტები პასუხობენ მარტივ კითხვებს. პასუხები კი თანამედროვე ქალების გამოწვევებს ნათლად წარმოაჩენს:





ქალები კვლავ განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, დისკრიმინაციას, მათი ნაწილი ვერ სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, აქვთ დასაქმების, კარიერული წინსვლისა და პროფესიის არჩევის ნაკლები შესაძლებლობა, იღებენ კაცებზე ნაკლებ ხელფასს, დაბალი წარმომადგენლობით არიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - ყველაფერი ეს კი წარმოაჩენს, რომ საზოგადოებას კვლავ სჭირდება ცნობიერების ამაღლება და გაძლიერება იმისათვის, რომ გენდერის ნიშნით დაყოფა დასრულდეს.

„ის, რაც ქალებს სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება“, - გეუბნება PSP - და, დიახ, ის, რაც ქალებს გვჭირდება, არის უფლებები და თანასწორობა.
R