იტალიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 2 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და მის მამად ასაღებდა თავს - გამოძიების ვერსიით, მან ჩვილი თბილისში იყიდა - მშობლები

იტალიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 2 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და მის მამად ასაღებდა თავს - გამოძიების ვერსიით, მან ჩვილი თბილისში იყიდა

2026-03-09 17:35:08+04:00

იტალიური მედია სკანდალური საქმის დეტალებზე წერს, რომელიც საქართველოს უკავშირდება - ჩივასოს რაიონში, ერთ-ერთ ფერმაში 2 წლის გოგონა იპოვეს 55 წლის მამაკაცთან ერთად, რომელიც ბავშვის მამად აცხადებდა თავს. გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ბავშვთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ ჰქონდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უკვე ბევრი რამ გაირკვა. მათ შორის ისიც, რომ გოგონა მამაკაცმა 2023 წელს, თბილისიდან ჩაიყვანა.

ბრალდებულია ვეროლენგოს მცხოვრები, უმუშევარი მამაკაცი, რომელიც წარსულში ცნობილ ქარხანა Thyssenkrupp-ში მუშაობდა.

იტალიური მედიის თანახმად, მოვლენების ქრონოლოგია ასეთია:

  • 2023 წლის 20 ივნისი:თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა გოგონა, სახელად ნიკოლი. მისი ბიოლოგიური დედა 39 წლის ყაზახი ქალია, რომელიც მშობიარობის შემდეგ მალავე გაუჩინარდა. სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდა.
  • 2023 წლის 11 ივლისი: მამაკაცი თბილისში იტალიის საელჩოში ჩვილით ხელში გამოცხადდა. მან წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დედა მას სრულ ნდობას უცხადებდა და ბავშვის იტალიაში წაყვანის უფლებას აძლევდა. საელჩოში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა თავად იყო. სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მისცეს ბავშვს იტალიაში შესვლის უფლება.განაგრძეთ კითხვა

ჩვენი გაყიდვით მიღებული ფულით ცხოვრება აიწყვეთ, გათხოვდით, პატიოსანი ქალების სახელები გაქვთ და დღეს რომ გამოვჩნდით, გაქვთ პრეტენზიები, როგორ ვბედავთ, რომ გამოვჩნდით... მესმის, რომ არ აღგვიქმავთ თქვენს შვილებად, მაგრამ ადამიანურობა მაინც გამოიჩინეთ! - თამუნა მუსერიძე
მოპარული ბავშვები - საქართველოში გაყიდული 100 ათასზე მეტი ახალშობილის დაუჯერებელი ამბავი HBO-ს ახალ ფილმში